სახლიდან შორს
სასტიკ ომს გამოქცეული ათასობით უკრაინელისთვის თბილისი დროებით თავშესაფრად და მეორე სახლად იქცა.
უკრაინა დაკარგული სახლების მიწად იქცა. გასული წლის განმავლობაში 140 000-ზე მეტი სახლი, რაც მთელი ქვეყნის საცხოვრებელთა 7%-ს შეადგენს, დაზიანდა ან სრულად განადგურდა.
აღმოსავლეთ უკრაინაში საოკუპაციო ხაზებს მიღმა დარჩენილი მრავალი ოჯახისთვის ომის ზონიდან ერთადერთი გასასვლელი რუსეთის გავლით იყო. საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის აღმოჩნდა, სადაც ისინი მარტივად შევიდოდნენ.
მათ გადაკვეთეს საზღვრები, გაიარეს ე.წ. რუსული ფილტრაციის ბანაკები, რაც ცალკე ტრავმულ გამოცდილებად იქცა და თან დაერთო ისედაც მძიმე მოგონებებს საყვარელ ადამიანებსა თუ ადგილებზე, რომლებიც მათ თვალწინ განადგურდა.
2 წლის ასმიკ რამაზანოვა დამალობანას თამაშობს საერთო საცხოვრებლის ეზოში, სადაც მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ისინი მელიტოპოლიდან ავტობუსით ჩამოვიდნენ. „უკრაინული სახლი თბილისში“ – ასე დაერქვა ერთ დროს უფუნქციო შენობას, რომელიც თითქმის 300 უკრაინელი ლტოლვილისათვის 2023 წლის 1 მაისამდე მეორე სახლად იქცა.
7 წლის ანდრეი სახლიდან წამოღებული მანქანით თამაშობს. თბილისში ძმასთან და დედასთან ერთად ჩამოვიდა ხერსონის ოლქიდან. „სახლი უკრაინაშია, – ამბობს ანდრეის დედა, – იმედი გვაქვს, მალე დავბრუნდებით“.
ინა (კრისტინა) დოროშენკო თბილისში ომის დაწყებიდან მალევე ჩამოვიდა. სასტუმროს სამზარეულოში ეხმარება ქალებს და ასე ირჩენს თავს. იგი ყოველდღე დადის ეკლესიაში. „ეკლესია მეხმარება სიმშვიდის პოვნაში. მას შემდეგ, რაც მამა ჩამოვიყვანე და ჩემთან ერთად არის, ნაკლებად ვნერვიულობ“.
8 წლის ანიამ მარიუპოლიდან და 7 წლის ლინამ კიევიდან თავშესაფარი ხეების ქვეშ მოიწყეს სათამაშო სახლების სახით. მას შემდეგ, რაც ბავშვები ომის სისასტიკეს შეესწრნენ და ძალით დააშორეს მშობლიურ სახლს, იმის რისკი, რომ მათ ხანგრძლივად გაჰყვეთ ფსიქოლოგიური სტრესი, განსაკუთრებით მაღალია. მშობლები ცდილობენ შვილებს სტაბილური და ნორმალური გარემო შეუქმნან.
14 წლის მაშა მოროზოვა თბილისში, ოდესის ქუჩაზე დროებით საცხოვრებლად გადაქცეულ სასტუმროს საერთო შემოსასვლელ ოთახში იჭრის თმას.
ანასტასია ტუმანოვა სტუმრებს უმასპინძლდება, მისი დედა საჭმელს ამზადებს, 5 წლის შვილი კი კატას დასდევს. თერაპევტმა ანასტასიამ გადაწყვიტა, კულინარიის სიყვარული პროფესიად ექცია და ასე ერჩინა ოჯახი, რომელიც ომს გამოექცა. მან თავის ბინაში პატარა კაფე მოაწყო.
იულია მოროზოვა (36 წლის) შვილებს ეხვევა და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის აპრილში ხერსონში სახლი დატოვეს, შვილები უფრო მეტად ეკვრიან და ეხუტებიან. უნდათ, სულ ახლოს იყვნენ, ეხებოდნენ, როცა კი შეუძლიათ.

2022 წლის აგვისტო ამერიკელ ფოტოგრაფთან და National Geographic-ის მკვლევართან, ჰეილი სედლერთან ერთად გავატარე, რომელიც უკრაინელი ოჯახების ფსიქოლოგიურ და ემოციურ გამოცდილებას, განსაცდელის და დანაკარგის მოგონებებთან ჭიდილს იკვლევს. თბილისში ომის გამო ჩამოსული უკრაინელი ოჯახებისგან ვისმენდით ამბებს, რომლებსაც აცრემლებული თვალებით, უდიდესი სევდითა და ტკივილით და ცოტა იუმორითაც გვიყვებოდნენ.
„ახლა აღარაფერი გვაქვს. აღარაფერი არსებობს, მხოლოდ სიცარიელე. ვიცინით, სხვა რა დაგვრჩენია? მთელი ცხოვრება ვერ იტირებ. უბედურებაზე სიცილი უფრო ადვილია. შეშლილები არ ვართ, მაგრამ მთელი ცხოვრება ტრავმირებულები ვიქნებით. ყველა ის საშინელება, რაც არავის უნახავს ან გადაუღია, დარჩება ჩვენს გონებაში, უთქმელად“, – ამბობს ვიტალი ნარიკოვი მარიუპოლიდან. World Vision-ის და UNHCR-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან საქართველომ 160 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ზოგიერთი ოჯახი მხოლოდ დროებით გაჩერდა საქართველოში, ბევრი მათგანი კი აგრძელებს თბილისში ცხოვრებას უკრაინაში მალე დაბრუნების იმედით.