საკვები ნარჩენები!
ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში საკვები ნარჩენების ძირითადი წილი საცალო ვაჭრობისა და მომხმარებლის რგოლებზე მოდის


საკვები ნარჩენები!
ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში საკვები ნარჩენების ძირითადი წილი საცალო ვაჭრობისა და მომხმარებლის რგოლებზე მოდის
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გაანგარიშებით, ყოველწლიურად, ადამიანის საკვები პროდუქტის ერთი მესამედი, სანამ მეურნეობებიდან გადამამუშავებელ საწარმომდე, საბითუმო და საცალო ბაზრობამდე, კვების ობიექტებამდე ან ჩვენს სამზარეულომდე მოაღწევს, იკარგება, ან იყრება. ეს ის 1,3 მილიარდი ტონაა, რომელიც 3 მილიარდ ადამიანს თავისუფლად გამოკვებავდა.
ნარჩენები სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნება. ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში საკვები ნარჩენების ძირითადი წილი საცალო ვაჭრობისა და მომხმარებლის რგოლებზე მოდის. საქმე სხვაგვარადაა განვითარებად ქვეყნებში. აქ ხშირად ახალი პროდუქტის მშიერ მომხმარებლამდე ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ამიტომ დანაკარგები მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღების შემდგომ და გადამამუშავებელ ეტაპებზე მოდის.

მაგალითად, აფრიკა: შენახვისა და ტრანსპორტირების სათანადო შესაძლებლობების არარსებობის პირობებში, ამ კონტინენტის სუბსაჰარულ ზონაში მოყვანილი მარცვლეულის 10-20%-ს მავნებლები (მწერები, მღრღნელები, ასევე ობი) აჩანაგებენ. ეს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საკვებია, რაც წელიწადში 48 მილიონ ადამიანს დააპურებდა. გაგრილების სისტემების არარსებობის გამო, რძის პროდუქტები მჟავდება, თევზი – ყროლდება. დამწნილების, დაკონსერვების, გამოშრობისა თუ ჭურჭელში ჩამოსასხმელი საჭირო პირობების არარსებობის გამო, ჭარბი მალფუჭებადი პროდუქტების (ბამი, მანგო, კომბოსტო) ხანგრძლივად შენახვა შეუძლებელია. უვარგისი საავტომობილო და სარკინიგზო გზები ართულებს პომიდვრის ბაზრამდე მიტანას.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.