საკვების ხალისი
თითქმის ნულიდან, პირველადი ინგრედიენტებისგან 60 000 ტამალე და 19 000 ლიტრი ცხელი შოკოლადი, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დღესასწაულზე ჩასული ათასობით ადამიანისთვის მზადდება


საკვების ხალისი
თითქმის ნულიდან, პირველადი ინგრედიენტებისგან 60 000 ტამალე და 19 000 ლიტრი ცხელი შოკოლადი, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დღესასწაულზე ჩასული ათასობით ადამიანისთვის მზადდება
მრავალი წლის განმავლობაში მილპა-ალტას მოსახლეობა საშობაოდ უზარმაზარი რაოდენობის საჭმელს ამზადებს. ამაში თითქოს სასწაული ეხმარებათ. თითქმის ნულიდან, პირველადი ინგრედიენტებისგან 60 000 ტამალე და 19 000 ლიტრი ცხელი შოკოლადი, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დღესასწაულზე ჩასული ათასობით ადამიანისთვის მზადდება.
ამდენი ხალხის დანაყრება უბრალო საქმე არაა. „უამრავი რამაა გასაკეთებელი“, – მკაცრად მეუბნება ვირჯინია მეზა ტორესი, თითქოს მანიშნებს, რომ ლაპარაკის დრო არ აქვს. მხნედ და აუღელვებლად გამოიყურება. ეზოში მისი ქმარი, თეთრ პერანგსა და ნაცრისფერ ჟილეტში მოხდენილად გამოწყობილი ფერმინ ლარა ხიმენესი დგას. ვირჯინია და ფერმინი მაჟორდომები არიან. მათ ორგანიზება უნდა გაუწიონ მომლოცველების ყოველწლიურ ჩასვლას 95 კილომეტრის დაშორებით მდებარე ჩალმის ტაძარში. ამ წმინდა ვალდებულების შესრულებას ცოლ-ქმარი 14 წელი ელოდა. დღესასწაულს „ლა-რეხუნტა“ ეწოდება, რაც შეჯამებით თავმოყრას ნიშნავს. ამ დღეს ელიან მომლოცველები. დაახლოებით 20 000 მამაკაცი, ქალი და ბავშვი მილპა-ალტადან მთების გავლით უძველესი წმინდა გამოქვაბულისკენ მიემართება, სადაც იესოს – „ელ-სენიორ დე-ჩალმას“ ნატურალური ზომის, ჟამთა სვლით გამუქებული ქანდაკება დგას…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.