
საკვებისთვის ბრძოლა
ნავიგაციისა და მსხვერპლის მიზანში ამოსაღებად ღამურები ექოლოკაციას – საგნებიდან ბგერითი ტალღების არეკვლას იყენებენ
სამხედრო ხომალდები სამიზნის აღმოსაჩენად ჰიდროლოკატორებს იყენებენ, მტრის ჰიდროლოკატორების დასაბლოკად – ჩამხშობ ტექნოლოგიებს. ბრაზილიურ ბულდოგისებრ ღამურას ეს ყველაფერი ხმის იოგებით შეუძლია.
ნავიგაციისა და მსხვერპლის მიზანში ამოსაღებად ღამურები ექოლოკაციას – საგნებიდან ბგერითი ტალღების არეკვლას იყენებენ. ვეიკ-ფორესტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აარონ კორკორანმა და უილიამ კონერმა აღმოაჩინეს, რომ ბრაზილიური ბულდოგისებრი ღამურები ამ სიგნალების საშუალებით, ერთმანეთს ხელს უშლიან ნადირობის დროს.
კორკორანს აინტერესებს, უნიკალურია თუ არა ეს ქცევა ღამურების ამ სახეობისთვის. ისინი მილიონიან კოლონიებად ბინადრობენ და საკვების მოსაპოვებლად კონკურენციაც ექნებათ.