სამხრეთ ჯორჯიის კუნძულის ბინადარი ეს ყვითელი სამეფო პინგვინი მეტისმეტად უცნაური სანახავია. ლეიციზმი – პიგმენტაციის არარსებობა, ცხოველებში იშვიათად იჩენს თავს. მაგალითისთვის: Pygoscelis papua-ს ყოველი 20 000 პინგვინიდან ერთში. მისმა უჩვეულო შეფერილობამ პინგვინს შეიძლება მეწყვილის პოვნაში შეუშალოს ხელი და ზღვის ლეოპარდის თუ ცელნამგალა ვეშაპის ნადავლად აქციოს.