
სამხრეთის ყინულოვანი ოკეანე
NATIONAL GEOGRAPHIC-მა ახლახან ცნო მეხუთე, სამხრეთის ოკეანე. ჩვენს რუკებზე ამ ოკეანის ჩრდ. საზღვარი გადის სამხრ. განედის 60°-ზე (სკოშის ზღვისა და დრეიკის სრუტის გამოკლებით) – ანტარქტიდის გარშემო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ცირკუმპოლარული დინების ცვალებადი ტრაექტორიის გათვალისწინებით. ამ ძლიერი დინების მიმდებარე, უფრო ცივი და მკვრივი, თუმცა ნაკლებად მარილიანი წყლები მეცნიერებმა ცალკე ოკეანედ მიიჩნიეს.