„არეულობა. ქაოსი. სიგიჟე. ვიცოდი, მხოლოდ რამდენიმე წამი მქონდა, სანამ ძაღლები გაცვივდებოდნენ. შემდეგ ცელქობა დაიწყეს და სრული ალიაქოთი ატყდა“.
ითვლება, რომ სერ დადლი მარჯორიბენქსმა ოქროსფერი რეტრივერის ჯიში 1868 წელს ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთში მდებარე თავის სანადირო მამულში გამოიყვანა. ამ ჯიშის მოყვარულები აქ 5 წელიწადში ერთხელ იკრიბებიან.