
სანტების კითხვარი
ხუთდღიან მიღებაზე სანტები ესწრებოდნენ მაკიაჟისა და მარკეტინგის, წვერის მოვლისა და სანტას ეთიკის სემინარებს. 550-მა სანტამ მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ
წელს, მსოფლიოში სანტების ყველაზე დიდი შეხვედრა გაიმართა მისურიში. ხუთდღიან მიღებაზე სანტები ესწრებოდნენ მაკიაჟისა და მარკეტინგის, წვერის მოვლისა და სანტას ეთიკის სემინარებს. 550-მა სანტამ მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ.
საშუალო ასაკი: 63,5 წელი. საშუალო წონა: 114 კგ. ღიპი ნამდვილია? 78% პასუხობს, რომ დიახ. წვერი? 93% – დიახ. ვის მოუქაჩავს თქვენთვის წვერი ბუნებრიობის დასადგენად? 67% – ბავშვებს; 25% – უფროსებს. იღებავთ თმა-წვერს? 49% – არა, ბუნებრივად თეთრია; 40% – იღიავებს. ბევრი გამოძახება რომ გქონდეთ, მიმართავთ ხოლმე აგენტს? 24% – დიახ. თუ სარგებლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით? 50% – „ფეისბუკით“, 44% კი – ვებგვერდით. გივლიათ სანტას კურსებზე? 23% პახუსობს, რომ არა, დანარჩენს ერთი კურსი მაინც გაუვლია. საყვარელი ტკბილეული: შოკოლადის ფილა – 44%, შვრიის ორცხობილა – 20%, შაქარლამა – 9%. საყვარელი სასმელი: ცხელი კაკაო – 31%, რძე – 25%. საყვარელი საშობაო სიმღერა: „სანტა-კლაუსი მოდის ქალაქში“ – 21%, „ჩუმი ღამე“ – 18%.