ტაბაწყური ულამაზესი სოფელია ტბის პირას, თეთრი ყარყატებით და ქვის პატარა სახლებით. სოფელში რომ ჩავედით, ჟინჟლავდა, ჩვენს მასპინძელს – ქალბატონ ვართანუშას შემთხვევით შევხვდით, დაგვინახა და თონეში შეგვიპატიჟა, თავის რძალთან ერთად პურს აცხობდა. მერე ჩვენ პატივსაცემად სომხური ლავაშები დააცხო. მხიარული ქალი იყო, კამერის წინ პოზიორობაც მოსწონდა. თონე ბოსელშია გაკეთებული, ძალიან პატარა სარკმელი აქვს და კვამლი თითქმის არ გადის.