
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
პრაქტიკულად, გამქრალ სახეობად ითვლებოდა კავკასიური ლეოპარდი, თუმცა, 2004 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა ერთი ინდივიდი
მსხვილ ძუძუმწოვართა დიდი ნაწილი „წითელ ნუსხაშია“ ძირითადად, ბრაკონიერობის გამო. გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში გადაშენდა ქურციკი და იგივე ბედი გაიზიარა მისმა მტაცებელმა ზოლებიანმა აფთარმა. პრაქტიკულად, გამქრალ სახეობად ითვლებოდა კავკასიური ლეოპარდი, თუმცა, 2004 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა ერთი ინდივიდი. მაგრამ სიცოცხლისუნარიანი პოპულაციისათვის ეს არაფერს ნიშნავს.