
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
გადამფრენი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გამოსაზამთრებელი ადგილებია ჯავახეთი და კოლხეთის დაბლობი
საქართველოში ფრინველთა 400-მდე სახეობა გვხვდება. გადამფრენი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გამოსაზამთრებელი ადგილებია ჯავახეთი და კოლხეთის დაბლობი. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii) და ფოტოზე წარმოდგენილი კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus).