ტიზრუიანი ტურანის ეროვნულ პარკში (ირანი) მოგზაურობდა. ფოტოს გადასაღებად გატაცებით ეძებდა კულანს, ცხენის ნათესავს. ერთი-ორი საათის შემდეგ ისინიც დაინახა: ფოტოგრაფისგან დაახლოებით 76 მეტრით იყვნენ დაშორებულნი. უეცრად ცხოველები გაჩერდნენ და ფოტოგრაფს დააკვირდნენ. ტიზრუიანმა სწორედ ამ დროს გადაიღო ფოტო.