
საშინელება ჯერ კიდევ წინაა
ბრიუსს რამდენიმე დღე დასჭირდა ეს მეომრები მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გადაღებაზე რომ დაეთანხმებინა
რა უნდა აქლემს დამასკოს სხდომათა დარბაზში? ამ კითხვაზე პასუხი ფოტოგრაფ ანდრეა ბრიუსს აქვს. ერთ ღამეს, ძველ ქალაქში ის სამოქალაქო გვარდიის ხუთ ჯარისკაცს უღებდა სურათებს. ისინი მიმდებარე ტერიტორიას იცავდნენ. შუაღამეს, ჩაის დასალევად დარბაზისკენ გაემართნენ. დაძაბული საღამოს შემდეგ, ჯარისკაცებმა „განტვირთვის საათი“ მოიწყვეს. ერთ-ერთი მებრძოლი პირდაპირ თვალებში უყურებს საჯინიბოდან გამოყვანილ აქლემს.
მაგრამ აქლემს არ ეცინება. ეს მეომარი და მისი თანამებრძოლები (ერთ-ერთი მარცხნივ) მას „მსხვერპლად შეწირვას“ უპირებენ. მათი მეგობარი (ამ დარბაზის მფლობელი) ხელისუფლებას აჯანყებულთათვის იარაღის შენახვის ბრალდებით დაუპატიმრებია. ახლა წუთი წუთზე მის გათავისუფლებას ელოდებიან. ჯარისკაცები ამ ამბის აღსანიშნად აქლემის დაკვლას აპირებენ.
ბრიუსს რამდენიმე დღე დასჭირდა ეს მეომრები მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გადაღებაზე რომ დაეთანხმებინა. „ეჭვს ღრმად გაუდგამს ფესვები“, – ამბობს ის. ნერვები დაწყვეტაზე აქვთ, ერთმანეთს უღრენენ. ქალაქსა და მის გარეუბანს შორის გადაბრუნებული ავტომანქანებისა და დახვავებული ავეჯის კედლებია აღმართული. „ქალაქი თითქოს მოლოდინით ცხოვრობს“.