
სასტიკი მთის საფრთხე და ჟინი
1994 წლის ივლისში მან K2-ის მწვერვალი პირველივე ცდით, თუმცა პაკისტანის მხრიდან დაიპყრო
„ამაზე ძლიერი შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია, სამყაროსთან ერთიანობა, უკიდურესი დაღლილობისა და აღტაცების ყოვლისმომცველი ნაზავი, რომლის დანახვა მხოლოდ იმ ღვთაებრივი ხედიდან შეიძლება“.
ეს სიტყვები გერლინდე კალტენბრუნერს, 40 წლის შავგვრემან ქალს, ყოფილ ექთანს ეკუთვნის. K2-ზე გალაშქრების მისი მეოთხე ცდა წარმატებით დაგვირგვინდა და ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც მსოფლიოს თოთხმეტივე უმაღლესი პიკი (8000 მეტრს გადაცილებული) დამატებითი ჟანგბადის გარეშე დალაშქრა. გერლინდე ამ ექსპედიციას ქმართან, 49 წლის რალფ დიუმოვიცთან ერთად ხელმძღვანელობდა. თავად რალფს ყველა 8000-მეტრიანი მწვერვალი, ერთის გარდა, ჟანგბადის ბალონის გარეშე დაეპყრო და გერმანიაში მაღალმთიანი ზონის ალპინისტის სახელიც მოეხვეჭა. 1994 წლის ივლისში მან K2-ის მწვერვალი პირველივე ცდით, თუმცა პაკისტანის მხრიდან დაიპყრო.
2011 წლის მთელი ივლისი და აგვისტოს ნახევარი საერთაშორისო ექსპედიციის ექვსი წევრი მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალის, K2-ის თითქმის დაულაშქრავ ჩრდილოეთ ქედზე ზევით-ქვევით მოძრაობდა. ეს იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ჩინეთ-პაკისტანის საზღვარზე, ყარაყორუმის მთიანეთის გიგანტს, 8611-მეტრიან K2-ს ჩინეთის მხრიდან უტევდა. ალპინისტები ჟანგბადის ბალონისა და ტვირთის მზიდავების დახმარების გარეშე ადიოდნენ ქედზე („ქედს“ ეძახიან მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა K2-ის ციცაბო ფერდების მკვეთრ დახრილობას აკნინებს).
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.