
საუკეთესო გაყინული კადრი
ვირუსის დანახვა კრიო-ელექტრონული მიკროსკოპიის საშუალებითაა შესაძლებელი
აქ წარმოდგენილი ჭრელი ბურთი სინამდვილეში პირობითი ფერებით გამოსახული ზიკას ვირუსია, რომელიც მილიონობით დაეტევა ამ წინადადების ბოლოს დასმულ წერტილზე. ვირუსის დანახვა კრიო-ელექტრონული მიკროსკოპიის საშუალებითაა შესაძლებელი (კრიო-ემ), გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით, რომელიც მეცნიერებს მოლეკულების ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს და უჯრედების შესწავლას უადვილებს.

კრიო-ემ-ი ელექტრონის სხივს ესვრის წყლის მომენტალურად გაყინულ აპკს, რომელიც კონკრეტული მოლეკულის ასლებს შეიცავს, რაც მოლეკულების ორგანზომილებიან სურათებს იძლევა ბევრი სხვადასხვა კუთხიდან, რომლებსაც ალგორითმები ერთ სამგანზომილებიან მოდელში აერთებენ.
„არ ვიცოდი, მივაღწევდით თუ არა იმ დონემდე. რომ ატომების გარჩევადობა ყოფილიყო შესაძლებელი; 10 წლის წინაც კი მეპარებოდა ეჭვი“, ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი იოახიმ ფრანკი, რომელიც 2017 წლის ქიმიის ნობელის პრემიის თანალაურეატია.
კრიო-ემ-ის საშუალებით შესაძლებელია პროტეინების დანახვა, რომლებიც ჩვენი უჯრედების მემბრანებშია, ან წამლის მოლეკულების `გადაღება“, როდესაც ისინი თავიანთ სამიზნეებს ანადგურებენ. ვინ იტყვის, სად წაგვიყვანს ეს ბიოქიმიური რევოლუცია?