სეიშელის დაბრუნება
ინდოეთის ოკეანის მოწყვლად კუნძულებზე ბუნებას ახალი შანსი ეძლევა


სეიშელის დაბრუნება
ინდოეთის ოკეანის მოწყვლად კუნძულებზე ბუნებას ახალი შანსი ეძლევა
გარუჯულ, თმახუჭუჭა ახალზელანდიელ ნიკ პეიჯს ფოტოსურათი უჭირავს. მასზე გამოსახულია კუნძულ ასამპშენზე ყველაზე „ძებნილი“ არსება – წითელლოყება მჭრინავი – კარდინალის ზომის, მოჰაუკის შავი ქოჩრითა და თვალების უკან ალისფერი ბუმბულის კონით. 2013 წლიდან კონსერვაციონისტი რეინჯერების ჯგუფმა 5278 წითელლოყება მჭრინავი მოკლა და დაიჭირა ამ 12 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე, მადაგასკარიდან ჩრდილოეთით, 400 კილომეტრის დაშორებით. ახლა აქ ერთი მჭრინავიღა დარჩა.
პეიჯი სასროლ მანძილზე ორჯერ მიუახლოვდა 5279-ეს. პირველად მისი სამიზნე ძერამ დააფრთხო, მეორედ – კოკისპირულად გაწვიმდა. თუმცა ახალგაზრდა კონსერვაციონისტი ამბობს, რომ, „ცოტა იღბლის და ბევრი დევნის“ შედეგად, აუცილებლად „დააჭედებს“ ფრინველს. ცერა თითს შლის, იღიმება და ამბობს: „აი, ამხელაა სამიზნე“.
წითელლოყება მჭრინავი უდარდელი ფრინველია, გაუთავებლად ჭიკჭიკებს. 70-იან წლებში, ეს აზიის მკვიდრი ფრინველი კუნძულ ასამპშენზე გუანოს მომპოვებლებმა შემოიყვანეს მავრიკიდან. უცნობია, გალიებიდან გაფრინდნენ თუ პატრონებმა გაუშვეს. პოპულაცია ისე გაიზარდა, რომ საყვარელი ფრინველები მავნებლებად იქცნენ. მათი განადგურების მთავარი მიზეზი ასამპშენზე მათი არსებობა არაა; ამის მიზეზი უფრო 28 კილომეტრის მოშორებით მდებარე ალდაბრასთან სიახლოვეა.
ალდაბრა სეიშელის 115 კუნძულიდან და ატოლიდან უკიდურესი დასავლეთით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი ნაკრძალია. მის ბიოლოგიურ საგანძურს შორისაა მკვიდრი მჭრინავი. კონსერვაციის მენეჯერები შიშობენ, რომ თუ კუნძულს აზიური იმიგრანტი დაეპატრონება, ის შეზღუდული საკვების პირობებში კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ მჭრინავსა და სხვა მკვიდრ ფრინველებს. ენდემურ უხერხემლოებზე ინადირებს და ინვაზიური მცენარეების თესლებს შემოიტანს.
საგანძურის დასაცავად დამპყრობლები უნდა მოვიგერიოთო, მეუბნება აღმოფხვრის პროექტის ხელმძღვანელი ჯესიკა მაუმაუ: „წითელლოყება მჭრინავებმა ერთხელ უკვე შემოაღწიეს ალდაბრაში; შესაძლოა, ეს ისევ მოხდეს“. სეიშელის კუნძულების ფონდს გარისკვა არ უნდა, ამიტომ პრობლემას სათავეშივე, კუნძულ ასამპშენზე აგვარებს.
მადაგასკარული მთიულა გაჟლეტას ექვემდებარება. მასაც ჰყავს ორეული ალდაბრაზე. 2000-იანი წლების დასაწყისში შემოჭრილმა მთიულამ, სანამ განადგურებას დაიწყებდნენ, მოასწრო და ალდაბრაზე ასინდივიდიანი მძლავრი პოპულაცია დააარსა.
ერთი ფრინველის მოკვლა მეორის გადასარჩენად, შესაძლოა, უზნეობად მოგვეჩვენოს. ამ მეთოდით კუნძულების ეკოლოგიის აღდგენას აკრიტიკებენ კიდეც – ადამიანის ასეთი უხეში ჩარევა, პირველ რიგში, კუნძულის ეკოსისტემებს აზიანებსო.
ეკოლოგ-რესტავრატორები განსხვავებულად უდგებიან საკითხს, პრინციპით – „შენი გაფუჭებული, შენვე გამოასწორე!“. უცხო სახეობები ადამიანებმა შემოიყვანეს, მათ კი კუნძულთა ეკოსისტემები შეცვალეს, ზოგჯერ კი საშინლად დაარღვიეს.
განსაკუთრებით თვალშისაცემია მსგავსი ვითარება, როცა საქმე ახალმოსულ ძუძუმწოვრებს ეხება. სეიშელის მსგავს იზოლირებულ არქიპელაგებზე სიცოცხლე თითქმის ძუძუმწოვრების გარეშე განვითარდა. აქ ერთადერთი მკვიდრი ხმელეთის ძუძუმწოვარი ღამურაა. კუნძულის სახეობები ვერ უძლებენ კონტინენტებზე წარმოშობილი ძუძუმწოვრების მტაცებლობასა და კონკურენციას. ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენა კი მიზნად ისახავს მოთამაშეთა შანსების გათანაბრებას. ზოგჯერ ამის ერთადერთი საშუალება სკოლის ეზოდან შფოთისთავების გაყრაა.
ათი დღის შემდეგ, პეიჯმა ბოლო წითელლოყება მჭრინავიც მოკლა.
ამბობენ რომ, ჩვენ მასობრივი გადაშენების მეექვსე ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც სახეობები ადამიანის მიზეზით ქრებიან. როგორ შევცვალოთ ეს კურსი? შეგვიძლია ციტატა მოვიყვანოთ სეიშელის კონსტიტუციის პრეამბულიდან: „ჩვენ, სეიშელის მოსახლეობა, მადლიერები ვართ ყოვლისშემძლე ღმერთის, რადგან ვცხოვრობთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ სახელმწიფოში; ყოველთვის გვახსოვს სეიშელის უნიკალურობა და სიმყიფე… [მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ვალია] შევინარჩუნოთ უსაფრთხო, ჯანსაღი და ქმედითი გარემო ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის“.
თუ ეს კონსერვაციული მანიფესტივით ჟღერს, ასეც უნდა იყოს, რადგან სეიშელის კუნძულებზე ბევრი რამაა დასაცავი, განსაკუთრებით – გრანიტის კუნძულებზე, არქიპელაგის აღმოსავლეთში. ეს კუნძულები (სადაც სეიშელის კუნძულების 93 000 მოსახლიდან უმეტესობა ცხოვრობს) ჩაძირული მიწის მთების მწვერვალებია, რომლებიც 125 მილიონის წლის წინ, სუპერკონტინენტ გონდვანას ინდოეთთან და მადაგასკართან ერთად გამოეყო და უძველესი ბიოტა თან წაიღო.
ახალი ბიოლოგიური კაპიტალის შემთხვევით ინვესტირებასთან ერთად, ევოლუციური იზოლაციის ათასწლეულებმა უჩვეულო ფორმების მთელი წყება წარმოშვა: ფრჩხილზე პატარა ბაყაყი და 250-კილოგრამიანი კუ; კატისოდენა ხმელეთის კიბორჩხალა; პალმა, რომლის კაკალი იმხელაა, თავს გაგიხეთქავთ; ხე, რომლის თესლებიანი პარკი მედუზას ჰგავს…ერთი ფრინველის მოკვლა მეორის გადასარჩენად, შესაძლოა, უზნეობად მოგვეჩვენოს. ამ მეთოდით კუნძულების ეკოლოგიის აღდგენას ხშირად აკრიტიკებენ.
ალდაბრის გიგანტური კუები ოღროჩოღრო მარჯნის ღრუებში დღის პაპანაქებას გრანდ-ტერის კუნძულზე ემალებიან. საძოვარი ადგილებისკენ კი დინჯად მიზოზინებენ.
სენ-ჟოზეფის ატოლი კერძო საკუთრებაა, ერთ დროს კომერციული მიზნით იყენებდნენ და თევზსა და ქოქოსის კაკალს მოიპოვებდნენ, თუმცა დღეს მას ბიომრავალფეროვნებისა და ზღვის ფრინველთა კოლონიების გამო მიაგებენ პატივს. 2014 წელს კუნძული ბუნებრივ ნაკრძალად იქცა.
დოქისებრი მწერიჭამია მცენარე იკვებება მწერებით. ეს ენდემური სახეობა სეიშელის მხოლოდ ორ კუნძულზე ხარობს.
ბინის დეკორატიულ ფრინველად ინტროდუცირებული რგოლიანი პარაკიტების (თუთიყუში) გარკვეული ნაწილი პატრონებს გაექცა, ბუნებაში გამრავლდა და კუნძულ პრასლინის ადგილობრივი შავი თუთიყუში თითქმის გადააშენა.
ქოქოსის კიბორჩხალების ერთ-ერთი უკანასკნელი ჯანსაღი პოპულაცია ალდაბრაზეა (ინდოეთის ოკეანის დასავლეთი). მსოფლიოს ეს უდიდესი ხმელეთის ფეხსახსრიანი ადამიანებმა ყველგან გადაშენებამდე მიიყვანეს.
გიგანტურ მრავალფეხებს და არამფრენ ხოჭოებს (მომდევნო ფოტო) გადაშენება დაემუქრათ, როდესაც 90-იან წლებში ფრეგატზე ვირთაგვებმა შეაღწიეს. ახლა კუნძული მღრღნელებისგან გაწმენდილია.
კუნძული ფრეგატი, არამფრენი ხოჭოები (დანომრილია მეცნიერების მიერ).
ვალე-დე-მეში, პრასლინის კუნძულზე მდებარე მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ადგილზე, სეიშელის პალმის ყვავილების მისართმევად ლოქორები გროვდებიან.
თეთრი მეთოვლია აღდგენილ ადგილობრივ ტყეში მიფრინავს კერძო კუნძულ საუთ-კაზინზე, პრასლინის სანაპიროდან მოშორებით. ეს სეიშელის კუნძულების ეკოლოგიის აღდგენის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის შედეგია.
ალდაბრის ყურეში მოქცევისას ზღვის ბალახით მკვებავი მწვანე კუები მოჩანან. აქ და სეიშელის სხვა კუნძულებზე, ექსპლუატაციამ ადგილი დაუთმო დაცვა-აღდგენას.
ალდაბრის გიგანტური კუები ოღროჩოღრო მარჯნის ღრუებში დღის პაპანაქებას გრანდ-ტერის კუნძულზე ემალებიან. საძოვარი ადგილებისკენ კი დინჯად მიზოზინებენ.
სენ-ჟოზეფის ატოლი კერძო საკუთრებაა, ერთ დროს კომერციული მიზნით იყენებდნენ და თევზსა და ქოქოსის კაკალს მოიპოვებდნენ, თუმცა დღეს მას ბიომრავალფეროვნებისა და ზღვის ფრინველთა კოლონიების გამო მიაგებენ პატივს. 2014 წელს კუნძული ბუნებრივ ნაკრძალად იქცა.
დოქისებრი მწერიჭამია მცენარე იკვებება მწერებით. ეს ენდემური სახეობა სეიშელის მხოლოდ ორ კუნძულზე ხარობს.
ბინის დეკორატიულ ფრინველად ინტროდუცირებული რგოლიანი პარაკიტების (თუთიყუში) გარკვეული ნაწილი პატრონებს გაექცა, ბუნებაში გამრავლდა და კუნძულ პრასლინის ადგილობრივი შავი თუთიყუში თითქმის გადააშენა.
ქოქოსის კიბორჩხალების ერთ-ერთი უკანასკნელი ჯანსაღი პოპულაცია ალდაბრაზეა (ინდოეთის ოკეანის დასავლეთი). მსოფლიოს ეს უდიდესი ხმელეთის ფეხსახსრიანი ადამიანებმა ყველგან გადაშენებამდე მიიყვანეს.
გიგანტურ მრავალფეხებს და არამფრენ ხოჭოებს (მომდევნო ფოტო) გადაშენება დაემუქრათ, როდესაც 90-იან წლებში ფრეგატზე ვირთაგვებმა შეაღწიეს. ახლა კუნძული მღრღნელებისგან გაწმენდილია.
კუნძული ფრეგატი, არამფრენი ხოჭოები (დანომრილია მეცნიერების მიერ).
ვალე-დე-მეში, პრასლინის კუნძულზე მდებარე მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ადგილზე, სეიშელის პალმის ყვავილების მისართმევად ლოქორები გროვდებიან.
თეთრი მეთოვლია აღდგენილ ადგილობრივ ტყეში მიფრინავს კერძო კუნძულ საუთ-კაზინზე, პრასლინის სანაპიროდან მოშორებით. ეს სეიშელის კუნძულების ეკოლოგიის აღდგენის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის შედეგია.
ალდაბრის ყურეში მოქცევისას ზღვის ბალახით მკვებავი მწვანე კუები მოჩანან. აქ და სეიშელის სხვა კუნძულებზე, ექსპლუატაციამ ადგილი დაუთმო დაცვა-აღდგენას.
გრანიტის კუნძულებიდან უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარეობს ფრეგატი, კერძო კუნძული, ფეშენებელური კურორტითა და რამდენიმე ქმნილებით, რომელთათვისაც ეს კუნძული უკანასკნელი თავშესაფარია. მათ შორისაა სეიშელის შაშვი, რომელიც შავ-თეთრმა შებუმბვლამ და ცნობისმოყვარე ხასიათმა აქაურების ფავორიტად აქცია. ამ ორიოდე კვადრატული კილომეტრის ზომის კუნძულზე ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ფრინველი, 60-იანი წლების შუა პერიოდისთვის 15 ინდივიდზე ნაკლები დარჩა. კონსერვაციონისტებმა მისი აღდგენის პროგრამა წამოიწყეს – გაანადგურეს გაველურებული კატები, სეიშელის შაშვებს ყუთები დაუმზადეს ბუდეებისთვის, ამარაგებდნენ მათ საკვებით და გამრავლებული ფრინველები კუნძულის ისეთ ნაწილებში გადაჰყავდათ, სადაც მტაცებლები არ ბინადრობენ. შედეგად, დღეს პოპულაციის რიცხოვნობა რამდენიმე ასეული ინდივიდია.
ფრეგატის რელიკვიათა პანთეონში არანაკლებ მნიშვნელოვანია გიგანტური მრავალფეხები: პრიალა შავი, თითის სიმსხო, 15 სმ სიგრძის ფეხსახსრიანები, რომლებიც ჯგუფურად იყრიან თავს და უსაფრთხოდ კვეთენ კუნძულის გზებს. „მრავალფეხებთან ვამუხრუჭებ“ – კარგი „სტიკერი“ იქნებოდა ბამპერზე მისაკრავი გოლფის მანქანებისთვის. ეს დიდებული მხოხავები ღამით უფრო მეტად აქტიურდებიან. ამიტომ, კურორტის კონსერვაციონისტ-მენეჯერ ტანია ლეიბრიკს ღამით გავყევი ტყეში. დავდიოდით ძალიან ფრთხილად, ფატალური ტკაცანი რომ არ გაგვეგო. მეცნიერთა გათვლით, ტყეში ყოველდღიურად ჩამოცვენილი ფოთლების ერთ მეხუთედს მრავალფეხები მიირთმევენ.
ერთ კუნძს ვათვალიერებთ. ჩაფხუტებზე დამაგრებული ფარნების შუქზე მარტოხელა რუხ-ყავისფერი ხოჭო მოჩანს, მუცელზე ბრაილის შრიფტის მსგავსი კოპები აქვს, ყოველი კიდურის ბოლოზე კი, ორი პაწაწინა კაუჭი. ძალიან მინდოდა ამ ღამეული ხოჭოს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი ტენებრიონიდის ნახვა. ის ბუნებაში მხოლოდ ფრეგატზე გვხვდება.
საოცარია, რომ ეს მშვიდი გიგანტი (3 სანტიმეტრამდე სიგრძის) ჯერ ისევ არსებობს. 1995 წელი კოშმარი იყო კუნძულის კონსერვაციონისტებისთვის: ფრეგატზე ვირთაგვები გამოჩნდნენ. ამ დიდ ხოჭოს, რომელსაც სეიშელზე ბიბარმს – ჯავშნიან ობობას ეძახიან, მღრღნელის კბილებისგან ჯავშანი ვერაფრით დაიცავდა (ისევე როგორც ტელიფონებს, ლოკოკინებსა და სხვა მკვიდრ უხერხემლოებს). 4 წელიწადში ამ ხოჭოების პოპულაცია 80%-ით შემცირდა.
ეკოლოგიური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, გადაუდებელი დახმარების მოთხოვნით მიმართეს საერთაშორისო საზოგადოებას და 2000 წელს ფრეგატი ვირთაგვებისგან გაწმინდეს. იმ განსაცდელის გახსენებისას, ტყის სიბნელის, ხის კენწეროებზე სტვენისა და კრიახის, ჩამოცვენილ ფოთლებში მრავალფეხების შრაშუნის ფონზე, ეს განათებული მარტოსული ხოჭო საოცრად გრაციოზული მოჩანდა.
ჩვენს ფეხებთან თხელი, ღია ცისფერი გველი გამოჩნდა. ლეიბრიკმა ფოთლები გადასწია. ეს გველი კი არა, უფეხო ამფიბია იყო – სეიშელის კიდევ ერთი განსაკუთრებული არსება. თავწაწვეტებული ცხოველი სხეულს გაშმაგებით იქნევდა, ბოლოს სოროში მიიმალა. ფიქრობდნენ, რომ უფეხო ამფიბიებმა დიდი ხნის წინ გამოცურეს გონდვანიდან. ასეთი სახეობები ცნობილი არიან ძველი ენდემების სახელით, რადგან მათი გენეტიკური წარმომავლობა უძველესი დროიდან იწყება.
„კუნძულების ძალიან მცირე ჯგუფებსაც კი არ გააჩნია ის, რაც აქვს სეიშელის კუნძულებს, – ამბობს კონსერვაციონისტი ეკოლოგი ქრისტოფერ კაიზერბანბერი, – გალაპაგოსის არქიპელაგი დარვინის წყალობითაა განთქმული, თუმცა სეიშელის კუნძულები მას არაფრით ჩამოუვარდება“. კაიზერბანბერისთან ერთად მედუზაგინის (მაეს კუნძულზე, სეიშელი, გავრცელებული ერთ-ერთი უიშვიათესი მცენარის სახეობა) სანახავად მივცოცავდი სეიშელის მთავარ კუნძულ მაეზე. როგორც მრავალი ეკოლოგიურად დაზიანებული კუნძულის შემთხვევაში, რელიქტური სახეობების მოსაძებნად, აქაც სიმაღლეზე ასვლაა საჭირო – მთის მწვერვალებზე, სადაც სოფლის მეურნეობა და ურბანიზაცია ვერ აღწევს. გრანიტის ერთ-ერთ შიშველ ქანზე მივძვრებოდით (მეცნიერებისთვის ინზელბერგის სახელითაა ცნობილი, მოსახლეობა „გლასისად“ მოიხსენიებს). ესაა მწვანე ტყეების თავზე წამომართული მოწითალო-რუხი ქანების შიშველი გუმბათები, რომლებსაც წვიმა ათასწლეულების განმავლობაში ძერწავდა.
გრანიტის ნაპრალებსა და ბზარებში მცენარეები ამოზრდილიყვნენ. აქ მობინადრეთა უმეტესობა ენდემურია, მათ შორისაა მედუზაგინი. ამ ერთი სახეობის ორ ათეულზე ნაკლები წარმომადგენელია დაფიქსირებული რეპროდუქციული უნარით – მხოლოდ და მხოლოდ ამ ადგილზე, სადაც მცენარეთა უმეტესობა ვერ უძლებს მწველ სიცხესა და თავსხმა წვიმებს. გაურკვეველი მიზეზებით, მისი თესლი იშვიათად ღივდება ველურ ბუნებაში, რაც დიდი დაბრკოლებაა კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი მცენარისთვის. ჩვენი ნაპოვნი ეგზემპლარი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე „საფირმო“ პარკით, პაწაწინა მედუზებივით რომ ეკიდნენ ხასხასა მწვანე ფოთლებში. „გლასისზე“ (კუნძულებზე კუნძულში, რომელიც თავშესაფრად იქცა ძველი დროიდან შემორჩენილთათვის) ამ ალყაშემორტყმულმა სახეობამ გრძელი გზა უნდა გაიაროს აღსადგენად.
მთის ქვედა ფერდობებზე, სადაც „გლასისი“ ჭარბტენიან ტყეში გადადის, გადავაწყდით ადამიანებს, რომლებიც ინვაზიურ მცენარეულობას ჭრიდნენ, ძირფესვიანად გლეჯდნენ ახალგაზრდა იკაკოს, გუავისა და დარიჩინის ნარგავებს, რათა ისეთ ენდემურ სახეობებს დახმარებოდნენ, როგორიცაა ხორცისმჭამელი მცენარეები. კაიზერ-ბანბერიმ ამიხსნა, რომ აღდგენითი საქმიანობის მიზანი ეკოსისტემის მთლიანობისა და ფუნქციონალურობის აღდგენაა, და არა ლანდშაფტის გადაწყობა ისე, როგორც ის არსებობდა ასი, ათასი თუ ათი ათასი წლის წინ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფრაგმენტირებული სისტემის ცოცხალ ელემენტებს მიეცეთ საშუალება, ისევ დაამყარონ კავშირები და აღადგინონ ისტორიული ტრაექტორიები. „ჩვენ სისტემას ისევ სწორ გზაზე დადგომაში ვეხმარებით, მხოლოდ მებაღეობით არ ვართ დაკავებული“.ევოლუციური იზოლაციის ათასწლეულებმა სეიშელის კუნძულებზე წარმოშვა უჩვეულო ფორმების მთელი წყება.
„ბიომრავალფეროვნების მამა“, ბიოლოგი ე. ო. უილსონი 25 წლის წინ ამბობდა, რომ მე-20 საუკუნე ეკოლოგიაში „აღდგენის ეპოქა“ უნდა იყოს. ეს იდეა სეიშელის მკვიდრთა წარმოსახვასაც იპყრობს. კარგად აცნობიერებენ საკუთარი ქვეყნის ბიოლოგიურ სიმდიდრეს და მისი დაცვის ენთუზიაზმიც იზრდება. სკოლებში ველური ბუნების დაცვის კლუბებია შექმნილი. „ახალგაზრდა თაობას ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებს, – მითხრა კლუბის კოორდინატორმა ტერენს ველმა, – ოცი წელი ვიმუშავეთ სკოლებთან, რათა დაგვენახებინა ის მყიფე ეკოსისტემა, რომელსაც უნდა მოვუაროთ“.
სეიშელის ზოგიერთმა ასაკოვანმა მკვიდრმა ეკოლოგიური აღდგენის გზაზე გარკვეული პერიოდი გაიარა. „19 წელია ბუნებასთან ვარ, მეგობარო. დიახ, დედამიწასთან ვარ დაკავშირებული!“ – მითხრა პარკის რეინჯერმა ტერენს ვალენტინმა.
ეს კავშირი ყველგანაა ალდაბრაზე: მენექტრიასებრნი ბუდეებს სანათურებსა და საშხაპის საკიდებზე აგებენ, ზოგჯერ ყელსაბამებსაც იპარავენ ბუდეების მოსართავად. ერთმა გიგანტურმა კუმ სამეცნიერო სადგურის კიბეზე აძრომა მოახერხა, წყალი რომ დაელია.
ალდაბრაზე კუ უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი სეიშელის კუნძულებზე. ეს „ბეჰემოთები“ აქაური ძირძველი პოპულაციაა. მათი მოძრაობის ხმაც კი ძველია – ტყავის უნაგირის ჭრიალს ჰგავს. კუს ზურგზე ენდემური ფრინველი დრონგო ამხედრებულა და გიგანტებისგან დამფრთხალ მწერებს უთვალთვალებს. ღამით კლდეებში ზღვის სუნთქვა და ფიცრების ქვეშ კუების ხვრინვა მესმოდა. „ეს ადგილი ცხოვრებას გიცვლის, – მითხრა გემის კაპიტანმა ჯუდ ბრისმა, – სხვანაირად აღიქვამ საგნებს“.
ვიქტორიაში, მთის ფერდობზე, მაეს ისტორიულ ცენტრში, უჩვეულო საეკლესიო საათი დგას; ორჯერ ჩამოკრავს ხოლმე – საათში ერთხელ, შემდეგ კი ისევ – რამდენიმე წუთში. ჩემთვის ის სეიშელის კუნძულების მეტაფორაა: მეორე ზარი თითქოს მეორე შანსია შაშვების, ხოჭოების, ხორცისმჭამელი მცენარეებისა და პალმების გადასარჩენად.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.