სერენგეტის ლომები
კატისებრთა შორის მხოლოდ ლომია ჭეშმარიტად სოციალური სახეობა


სერენგეტის ლომები
კატისებრთა შორის მხოლოდ ლომია ჭეშმარიტად სოციალური სახეობა
სტატიაში დევიდ კვამენი სერენგეტის ეროვნულ პარკის ბინადარი ლომების შესახებ გვიამბობს. პარკში მას მეგზურობას ჯერ მკვლევარი ინგელა იანსონი, შემდეგ კი დანიელ როზენგრენი უწევდნენ.
კატისებრთა შორის მხოლოდ ლომია ჭეშმარიტად სოციალური სახეობა. ლომები პრაიდებსა და კოალიციებში ცხოვრობენ, რომელთა სიდიდესა და დინამიკას ევოლუციური ფასისა და სარგებლის ფაქიზი წონასწორობა განსაზღვრავს.
ამ დაუნდობელ მიწაზე კი აფრიკის ყველაზე დიდი მტაცებლის ცხოვრება ხანმოკლეა და უფრო ხშირად, ღირსეული დაბერების ნაცვლად, მყისიერად წყდება ხოლმე. ზრდასრული ხვადი ლომი იღბლიანი და გამძლე თუ აღმოჩნდა, ველურ ბუნებაში 12 წლის ასაკს შეიძლება მიაღწიოს. ძუ ლომები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, 19 წლამდეც კი. ბოკვრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია და მათი ნახევარი მანამ იღუპება, ვიდრე ორი წლის ასაკს მიაღწევს. თუმცა, ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა მშვიდობიანი დასასრულის გარანტია სულაც არ არის. ისე ჩანდა, რომ ერთ შავფაფრიან და ღონიერ ახალგაზრდა ხვადს, რომელსაც მკვლევრები სი-ბოის ეძახიან, 2009 წლის 17 აგვისტოს აღსასრული ეწვია.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.