შეცვლის პაპი ვატიკანს?
ძნელი წარმოსადგენია, რომ ზუსტად 9 წელიწადში ამ თავმდაბალსა და სევდიან არგენტინელს მთელი მსოფლიო გაიცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულსა და სხივმოსილ ფიგურას


შეცვლის პაპი ვატიკანს?
ძნელი წარმოსადგენია, რომ ზუსტად 9 წელიწადში ამ თავმდაბალსა და სევდიან არგენტინელს მთელი მსოფლიო გაიცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულსა და სხივმოსილ ფიგურას
როდესაც ბუენოს-აირესის ცენტრში, ლუნა-პარკის სტადიონზე თავმოყრილმა 7 ათასმა მორწმუნემ მისი პირველი საჯარო გამოსვლა მოისმინა, ის ჯერ პაპი არ იყო. ქალაქის არქიეპისკოპოსს სცენისკენ პასტორმა უხმო. ეკუმენისტური ღონისძიების ჩასატარებლად შეკრებილი კათოლიკე და ევანგელისტი ქრისტიანები გაოცებულნი უყურებდნენ სცენისკენ მიმავალ უბრალო მღვდელივით შავ სუტანასა და მოსაცმელში გამოწყობილ ხანდაზმულ, ტანხმელ კარდინალს, რომელიც მთელი ამ ღონისძიების განმავლობაში უკანა რიგში, ყველასთვის შეუმჩნევლად იჯდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზუსტად 9 წელიწადში ამ თავმდაბალსა და სევდიან არგენტინელს მთელი მსოფლიო გაიცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულსა და სხივმოსილ ფიგურას.
ის მშობლიურ ესპანურ ენაზე აუღელვებლად, წინასწარ მომზადებული ტექსტის გარეშე საუბრობს. მისი ხმა მშვიდია, მაგრამ მტკიცე. არქიეპისკოპოსი – კათოლიკური ეკლესიის ყველაზე გავლენიანი არგენტინელი, რომელიც ერთ დროს სხვა ლათინოამერიკელი კათოლიკე მღვდლების მსგავსად, ევანგელისტურ მოძრაობას სკეპტიკურად უყურებდა, ახლა გამოდის და ამბობს, რომ ყველანი ღმერთმა შეგვქმნა და ღმერთისთვის ყველა ერთნი ვართ…
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.