
შეჯვარების სეზონის დროს ეს ბაყაყები დნებიან
ჩრდილოეთ ამერიკაში ზამთრის დადგომისას ბევრი ამფიბია ყინვას მიწის ქვეშ ემალება, მაგრამ ტყის ბაყაყი მიწის ზემოთ რჩება. მის უჯრედებს შორის არსებული წყალი იყინება და ზამთარს ერთგვარ კრიოგენურ ძილში ატარებს.
გაზაფხულის მოსვლისას გამოფხიზლებულ ბაყაყებს მხოლოდ ერთი რამ სურთ: სექსი. მამრები ტბორს ან ახალწარმოქმნილ წყლის გუბეს პოულობენ და მდედრებს „იხვის ყიყინისმაგვარი ხმებით იხმობენ“, – ამბობს ბიოლოგიის პროფესორი რაიან კალსბიკი. მამრების მატებასთან ერთად ყიყინის კაკაფონია მთელ ტყეში ისმის.
ყიყინის გაგონებისთანავე მდედრები ხტუნვით მიიჩქარიან ყველაზე მიმზიდველი ხმისკენ. თანამედროვე აკუსტიკური კამერის გამოყენებით ჩატარებული ახალი კვლევის მეშვეობით კალსბიკმა გაარკვია, რომ მდედრ ბაყაყებს ბოხი ხმები მოსწონთ. ასეთ ხმებს ყველაზე ხშირად მოზრდილი ბაყაყები გამოსცემენ. თუმცა, როდესაც მდედრი ტბორს უახლოვდება, მასთან შეჯვარების შანსი წვრილხმიან ბაყაყებსაც აქვთ. იმარჯვებს მამრი, რომელიც მდედრს წინა კიდურებს შემოაჭდობს. მამრი მდედრს კიდურებს მანამდე უჭერს, სანამ ის წყალში კვერცხებს არ დადებს. შემდეგ მამრი გამოყოფს სპერმას და კვერცხებს ანაყოფიერებს.

ჰაბიტატი:
Lithobates sylvaticus-ი ერთადერთი ამფიბიაა, რომელიც არქტიკულ წრეში ბინადრობს. კანადაში, ალასკასა და შეერთებული შტატების სხვა ნაწილებში ეს ბაყაყები ტუნდრაში, სტეპებსა და ტყეებში ცხოვრობენ.
სხვა ფაქტები:
ტყის ბაყაყები გამოყოფენ ბუნებრივ ანტიფრიზს, რომელიც მათ უჯრედებს ყინვის დროს იცავს.
შეჯვარების პერიოდში მამრებს ცერა თითები უსივდებათ, რათა მდედრებს უფრო მაგრად ჩაეჭიდონ.