
“შენ ჩიპზე“
ორგანოების ჩიპი გამჭვირვალე არხებისგან შედგება, რომლებშიც ათასობით ცოცხალი უჯრედი და თხევადი საკვები ნივთიერება ან სისხლია მოთავსებული
ნაკლებად სარისკო ბიოსამედიცინო ცდები ადამიანის ცოცხალ ორგანოებზე აქამდე წარმოუდგენელი იყო. ახალი ტექნოლოგია „ორგანოები ჩიპზე“ სხვადასხვა ორგანოს ემულაციას ახდენს პატარა ზომის ჩიპზე.
ორგანოების ჩიპი გამჭვირვალე არხებისგან შედგება, რომლებშიც ათასობით ცოცხალი უჯრედი და თხევადი საკვები ნივთიერება ან სისხლია მოთავსებული. ეს „სახლია სახლისგან მოშორებით, ფანჯარა ადამიანის ბიოლოგიაში“, – ამბობს კომპანია Emulate Inc.-ის მთავარი მეცნიერი, ჯერალდინ ა. ჰამილტონი. ჩიპები ორგანოებზე მედიკამენტების ზეგავლენის გამოსაკვლევად და სხვადასხვა დაავადების რეპლიკაციისთვის გამოიყენება.
შემდეგი ნაბიჯი ჩიპებია, რომლებიც პიროვნების უნიკალური ბიოლოგიის ემულაციას მოახდენს, როგორც ჰამილტონი ამბობს, „შენ ჩიპზე“.