შუა საუკუნეების ბურჯი
სვანეთში კავკასიონის ქედის შორეულ სოფლებს თავდაცვის მიზნით ნაგები საუკუნოვანი კოშკები დაჰყურებს


შუა საუკუნეების ბურჯი
სვანეთში კავკასიონის ქედის შორეულ სოფლებს თავდაცვის მიზნით ნაგები საუკუნოვანი კოშკები დაჰყურებს
საუკუნეების განმავლობაში მრავალი ძლევამოსილი იმპერიის, მათ შორის: არაბეთის, მონღოლეთის, სპარსეთისა და ოსმალეთის მეომრები დათარეშობდნენ ევროპისა და აზიის გზის გასაყარზე მდებარე საქართველოში, მაგრამ კავკასიონის ხეობებში ჩამალული ეს მიწის ნაგლეჯი ვერავინ დაიმორჩილა. მე-19 საუკუნის შუა წლებში თავისუფალი სვანეთის დაპყრობა მხოლოდ რუსეთის იმპერიამ მოახერხა. ამ კუთხის უნიკალურობასა და ისტორიულ ღირებულებას სწორედ მისი მდებარეობა განაპირობებს. განსაცდელის ჟამს ბარში მცხოვრები ქართველები ხატებს, ძვირფასეულობასა თუ ხელნაწერებს სვანეთის ეკლესიებსა და კოშკებში მალავდნენ. ამგვარად, სვანეთი საქართველოს კულტურის საცავად იქცა. სვანები მათთვის მინიჭებულ მცველის ფუნქციას ღირსეულად ეკიდებოდნენ: ხატის ქურდს სოფლიდან მოკვეთა ან ბევრად მძიმე სასჯელი – ღვთის რისხვა ემუქრებოდა.
მთებით გარშემორტყმულ ციტადელში ამ ხალხმა კიდევ უფრო ძველი, სვანური კულტურა შემოინახა. ძვ. წ. პირველ საუკუნემდე სვანებს, მძვინვარე მეომრების რეპუტაცია ჰქონდათ. ასე ახასიათებს მათ ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი. ის თავის ნაშრომში აღწერს სვანეთის მდინარეებში ცხვრის ტყავით ოქროს მოპოვების ხერხს და ამით ეხმაურება ვარაუდს, რომ ოქროს საწმისი სწორედ აქ ინახებოდა. ქრისტიანობას (დაახლოებით, VI ს-ში) სვანეთში მძლავრად ფესვგადგმული კულტურა დახვდა, საკუთარი ენით, პოლიფონიური მუსიკით, ასევე, რაინდობის, სისხლის აღებისა და მთელი რიგი სათემო სამართლის კოდექსით.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.