შუაღამის სლალომი
ეს პროექტი არის ამბიციური იდეებისა და დაუჯერებელი ამოცანების შესრულების განსახიერება
შუაღამის სლალომი
ეს პროექტი არის ამბიციური იდეებისა და დაუჯერებელი ამოცანების შესრულების განსახიერება
რა არის საჭირო, რომ დათოვლილი მთა ფერადი შუქებით ააელვაროთ და ციცაბო ფერდობებზე ღამით ისრიალოთ?
პირველ რიგში, ხელშეუხებელი ფერდობები უნდა იპოვოთ ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალასკის კლდოვან ლანდშაფტზე. შემდეგ დაგეგმეთ, როგორ აიტანთ 5000 კგ აღჭურვილობას 2000 მეტრზე ზევით. მერე თვეები გაატარეთ საჭირო რაოდენობის ვატებისა თუ სხივების დიამეტრის გამოთვლაში, საერთო წონისა თუ საწვავის მარაგის განსაზღვრაში, დისტანციებისა და ტოპოგრაფიის დადგენაში. დაიქირავეთ განათებისა და გადაღების გაწაფული ტექნიკოსები. აიყვანეთ რამდენიმე პროფესიონალი ათლეტი, ჯიბეებში ჩაუწყვეთ ელემენტების ნაკრები, ჩააცვით მანათობელი კოსტიუმები და ზურგზე მიამაგრეთ სინათლის გამომყოფი დიოდები. ჩართეთ კამერა და… აბა, თქვენ იცით!

2014 წელს ასეც მოიქცნენ Sweetgrass Productions-ის გუნდის წევრები – ნიკ უაგონერი და მისი პარტნიორები. კომერციული ფილმის გადასაღებად ყველა საჭირო რესურსი გამოიყო. ამ გუნდს გაჰყვა მოთხილამურე და ფოტოგრაფი ოსკარ ენანდერი, რომელიც ფილმზე მუშაობის პროცესში ფოტოებს იღებდა.
„ყველაფერ ამის შესრულება წარმოუდგენლად ინტენსიურ მუშაობას მოითხოვდა, ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“, – ამბობს უაგონერი.
და ერთი-ორი მოხდა კიდეც. ალასკაზე მე-11 დღეს, როგორც იქნა, ყველაფერი ადგილზე იყო და უცებ, უმნიშვნელოვანესი დამაგრძელებელი დაიკარგა. უაგონერმა ძლივს დაითანხმა ვერტმფრენის პილოტი, ახლის მოსატანად 30 კილომეტრი ღამით ეფრინა.

ენანდერსაც თავისი სირთულეები გამოუჩნდა. მაგალითად, ნათებას ვერ იყენებდა, რადგან ერთი წამითაც რომ გაეელვებინა, ეს ფილმის კადრებს გააფუჭებდა. შედეგად, მკვეთრი ფოტოების გადაღება ძნელდებოდა.
მაგრამ, დასასრულს, ოცნება აგვისრულდაო, ამბობს უაგონერი: „ეს პროექტი არის ამბიციური იდეებისა და დაუჯერებელი ამოცანების შესრულების განსახიერება. გვინდა, რომ ხალხს ახლებურად დავანახოთ მსოფლიო და მისი შესაძლებლობები“.