სიცოცხლე ბომბების შემდეგ
ერთ დროს აქ, სიანგქუანგის პროვინციაში ბავშვები ისე იზრდებოდნენ, რომ მზეს თითქმის ვერ ხედავდნენ


სიცოცხლე ბომბების შემდეგ
ერთ დროს აქ, სიანგქუანგის პროვინციაში ბავშვები ისე იზრდებოდნენ, რომ მზეს თითქმის ვერ ხედავდნენ
დოქების ველზე რამდენიმე დღე გავატარე. ვეძებდი კონკრეტულ სურათს, საჭირო მეტაფორას ან მკაფიო აზრს, რომელიც კარგად გადმოსცემდა, თუ რას ნიშნავს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბომბილი ქვეყანა, ამ განსაცდელს გაუძლო და ავად თუ კარგად მომავლის გზაც იპოვო. ასეთია ლაოსის ისტორია. ბოლოს, ფონსავანში, ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქში, ასეთ სურათს გადავაწყდი: ხმაურიან მთავარ ქუჩაზე ამერიკელების მიერ ჩამოყრილი ბომბების გარსები დაეხვავებინათ; იქვე, ამ გიგანტური გროვის გვერდით, ახალთ-ახალი, ღია ცისფერი ბანკომატი ბჭყვიალებდა და მივიწყებული ომის ჟანგიან ნარჩენებს აშკარად ჩრდილავდა. ეს ზუსტად ის იყო, რასაც ამდენ ხანს ვეძებდი. ჯართის საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ ფულის მაცდუნებელ აპარატთან მივედი, ბარათი ჩავდე და ერთი მილიონი კიპი (დაახლოებით 120 დოლარი) გამოვიტანე. ბანკომატიდან ამოცურებულმა ტკიცინა 50 000-კიპიანმა, ლაოსის შესახებ ახალი ამბავი მამცნო – ბომბების ხანა აქ დასრულებულიყო. ახლა ლაოსში ფულის ერა იდგა.
ერთ დროს აქ, სიანგქუანგის პროვინციაში ბავშვები ისე იზრდებოდნენ, რომ მზეს თითქმის ვერ ხედავდნენ. აქაურები წლების განმავლობაში გამოქვაბულებსა და გვირაბებში იმალებოდნენ. ახლა ფონსავანი იმდენად საქმიანი ქალაქია…
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.