სიცოცხლე ჯავშნის ქვეშ
მახვილკუდები 450 მილიონი წელია ოკეანის ფსკერზე დაფუსფუსებენ. ბოლო დროს ისინი მედიცინაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუმცა ეს ძვირადაც უჯდებათ.

სიცოცხლე ჯავშნის ქვეშ
მახვილკუდები 450 მილიონი წელია ოკეანის ფსკერზე დაფუსფუსებენ. ბოლო დროს ისინი მედიცინაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუმცა ეს ძვირადაც უჯდებათ.
მახვილკუდებს მყარი აგებულება გამოარჩევთ. წვეტიანი კუდის გარდა, ეს უძველესი უხერხემლოები თავს იცავენ მუზარადისმაგვარი ჯავშნითა და ბასრი მარწუხებით ათიდან რვა ფეხზე. დაახლოებით 450 მილიონი წელია, რაც ოკეანის ფსკერზე მეტ-ნაკლებად უცვლელი სახით ბინადრობენ.
იმ ასტეროიდს როგორღაც გადაურჩნენ, რომელმაც დინოზავრები შეიწირა, მაგრამ ადამიანებს რამდენად გადაურჩებიან – რთული სათქმელია. მახვილკუდებს გადამეტებულად მოიპოვებენ საკვებად და სატყუარად, ხოლო სანაპიროს განაშენიანების შედეგად მათი გამრავლების ადგილები განადგურდა. ამას გარდა, მახვილკუდას მასობრივად მოიპოვებენ მისი ცისფერი სისხლის გამო, რომელიც უსაფრთხო ვაქცინების შექმნისთვის აუცილებელ, იშვიათ შემადედებელ ნივთიერებას შეიცავს. ამ სისხლს ადამიანების გადარჩენა შეუძლია, მაგრამ თავად მახვილკუდებს ეს ხშირად სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

ფილიპინების 4,5 ჰექტარის ფართობის კუნძულ პანგატალანზე წლების განმავლობაში ჭრიდნენ ხეებს, ნახშირის მისაღებად წვავდნენ მანგროს, მარჯნის რიფებზე კი დინამიტითა და ციანიდით იჭერდნენ თევზს. მახვილკუდების ერთ-ერთი სახეობა Tachypleus Tridentatus-ი, რომელიც სიგრძეში 38 სანტიმეტრს აღწევს, განსაკუთრებით გამძლე აღმოჩნდა – 2011 წელს ის კუნძულზე დარჩენილი ერთ-ერთი უდიდესი არსება იყო. პანგატალანს საზღვაო ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა და იქ ბუნება გამოცოცხლებას იწყებს. რიფების აღდგენისა და ათასობით ხის დარგვის შედეგად კუნძულზე ნელ-ნელა ბრუნდებიან ცხოველებიც.
სკუმბრიის ოჯახის ოქროსფერი წარმომადგენლები რამის გამორჩენის იმედით დასტრიალებენ მახვილკუდას, რომელიც შლამს მოლუსკებისა და სხვა საკბილოს ძიებაში ზვერავს. რიფს ნელ-ნელა უბრუნდებიან დიდი ზომის თევზები და მალე მახვილკუდები შეიძლება ამ ეკოსისტემის მბრძანებლები აღარ იყვნენ, თუმცა მისი სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოდ მაინც დარჩებიან.
უცხო პლანეტის პეიზაჟი არ გეგონოთ, ეს მახვილკუდას მუცლის ზედა ნაწილის ახლო ხედია. ლაყუჩები ქვედა მხარესაა, ხაზები და ღრმულები კი გარეგან ჩონჩხთან მათი მიმაგრების ადგილის აღმნიშვნელია. ქვემოთ მუქ წვეტებს შეამჩნევთ – პაწაწინა ეკლებს, რომლებიც შესაძლოა იმავე ფუნქციას ასრულებდეს, რასაც კატისთვის – ულვაში.
პანგატალანის რიფზე ტანკის მსგავსი მახვილკუდა მიიწევს წინ, რომელსაც მანგროს ტყეებისა და ხელოვნური რიფების გაშენებამ ჰაბიტატი დაუბრუნა. მახვილკუდები ობობებსა და მორიელებს უფრო ახლოს ენათესავებიან, ვიდრე კიბოსნაირებს.

მახვილკუდები არ არიან სპილოს ან პანდასავით ქარიზმატული არსებები, მაგრამ ადამიანებს ველურ ბუნებაზე ზრუნვის შთაგონება შეიძლება მაინც მოჰგვარონ. COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებაში მათი როლის დამსახურებით მახვილკუდები უფრო ცნობილები გახდნენ; ბუნების დამცველები იმედოვნებენ, რომ ეს ყურადღება ხელს შეუწყობს როგორც მათი ჰაბიტატის მოფრთხილებას, ისე კიბოსნაირთა სისხლის სინთეზური შემცვლელის უფრო ფართოდ გამოყენებას; შედეგად გადავარჩენთ მახვილკუდებს, რომლებიც თვითონ დაგვეხმარნენ გადარჩენაში.
ემი მაკკივერი უფროსი შტატიანი ავტორია. ლორან ბალესტა, რომელსაც 2021 წლის ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფის ტიტული მიენიჭა, შეთავსებით საზღვაო ბიოლოგიც გახლავთ.