სიცოცხლე მტკნარ წყალში
მდინარეებისა და ტბების ბინადრები, რომელთაც საფრთხე ემუქრება

სიცოცხლე მტკნარ წყალში
მდინარეებისა და ტბების ბინადრები, რომელთაც საფრთხე ემუქრება
დედამიწაზე წყლის 3%-იც კი არ არის მტკნარი, თუმცა თევზის სახეობათა თითქმის ნახევარს მასპინძლობს.
დევიდ ჰერასიმჩუკი ხშირად 10 საათსაც კი ატარებს ყინულივით ცივ წყალში. საყვინთ კოსტიუმში გამოწყობილი ხელში კამერით დაცურავს – და ელის. ეჩქარება, თუმცა უზომოდ მომთმენ დევიდს ამას ვერაფრით შეატყობთ. „ამ სახეობათა უმრავლესობა მილიონობით წელია არსებობს, – ამბობს იგი, – და მხოლოდ უკანასკნელი ასი წელია დაიწყო გაქრობა“.
ჰერასიმჩუკი ბუნებისდაცვითი არაკომერციული ორგანიზაცია Freshwaters Illustrated-ისთვის იღებს საფრთხეში მყოფ სახეობებს მსოფლიოს ტბებსა და მდინარეებში. მეცნიერთა რწმენით, მტკნარი წყლის თევზის პოპულაციების 20%-ზე მეტი გადაშენების პირასაა ან უკვე გადაშენდა, რადგან მათ სამიგრაციო მარშრუტებს დამბები ზღუდავენ, წყლის ტემპერატურის ზრდა და დაბინძურება კი მათ ჰაბიტატს საცხოვრებლად არახელსაყრელს ხდის.
ეს დანაკარგი ადამიანსაც აზიანებს. სასმელი წყალი აყვავებულ ეკოსისტემაზეა დამოკიდებული. ორსაგდულიანები და ჭარბტენიანი ადგილების ფლორა დამაბინძურებლებს შთანთქავენ; ზოგი ცხოველი კი – დეტრიტს – ნარჩენ მასალას, რომელიც წყლის ხარისხს აფუჭებს. დღევანდელ დაბინძურების დონეს ისინიც ვეღარ უმკლავდებიან.
ჰერასიმჩუკის ობიექტივში ხვდებიან: ენდემური თევზები, წყლის სალამანდრები, წყლის გველები. მათ სიცოცხლეს ემუქრება დამაბინძურებლები, რომლებიც არც ისე ძლიერი წვიმის შედეგადაც კი ირეცხება ჰაბიტატებში. ეს ცხოველები ადამიანს უფრთხიან, ამიტომ ჰერასიმჩუკის მოთმინება ხანდახან უშედეგოა, თუმცა, ის მაინც მტკიცედ უწევს წინააღმდეგობას გადაშენების წამმზომს.

მდინარე დეშუტსი, ორეგონი ირიგაციის სისტემამ ორეგონული წინწკლებიანი ბაყაყის ჰაბიტატი გაანადგურა კასკადოვან მთებში.
მდინარე მაგალოუეი, მენი მამრი ამერიკული პალიები აგრესიულად კბენენ ერთმანეთს და ქვირითის დასაყრელი ადგილისთვის იბრძვიან.
სმით-კრიკი, ტენესი გამრავლებისწინა პერიოდში ვერცხლისფერი კვირჩხლები ხასხასა ფერს იძენენ .
მდინარე უილამეტი, ორეგონი წყნაროკეანურ სალამურებს ჩანჩქერებში აღმა ცურვა შეუძლიათ და შემწოვი პირით შვერილებზე მიმაგრება.
მდინარე ვილამეტი ზრდასრული უხეშკანიანი ტრიტონი ტყეებიდან ჭაობებში მიგრირებს გასამრავლებლად.