
სილაჟვარდე
ფოტო კონკურსიდან „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა”
ვინ:
ანზორ მეხრიშვილი, 33 წლის, ფოტოგრაფი
სად:
სამცხე-ჯავახეთი, საქართველო
რა:
Nikon D750, ობიექტივი 14-24; f2.4
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის – „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა” – ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
ანზორ მეხრიშვილის ნამუშევარმა, რომელიც მან სამცხე-ჯავახეთში ბუღდაშენის ტბასთან გადაიღო, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა: „ფოტოზე აღბეჭდილია ბუღდაშენის ტბა და მასში არეკლილი დიდი აბული. ეს ტბა განსაკუთრებულად მიყვარს ჯავახეთში. აქ გადამიღია ფოტო, რომელზეც დარი და ავდარი ერთდროულად იყო ასახული. არც ამჯერად დამაღალატა ბუღდაშენმა და 2019 წელს, ერთ-ერთი ვიზიტისას, ამ კადრით დამაჯილდოვა”, – წერს ანზორი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge