
სიმეტრიის მნიშვნელობა
ახალი კიდურების ამოზრდის ნაცვლად, მედუზამ დარჩენილი კიდურები ისე „გადააწყო“, რომ სხეულის ირგვლივ თანაბრად განალაგა
ბევრ უხერხემლოს, მაგალითად, ზღვის ვარსკვლავას, სხეულის დაკარგული ნაწილის აღდგენა შეუძლია. ბიოლოგმა მაიკლ აბრამსმა ახალგაზრდა აურელიას (Aurelia aurita) რვა კიდურიდან ორი მოაშორა “და როდესაც ექსპერიმენტის შედეგი შეამოწმა, ყვირილი დაიწყო: არ დაიჯერებთ – უნდა მოხვიდეთ და ნახოთ!“ – იხსენებს აბრამსის სადოქტოროს ხელმძღვანელი ლეა გონტორო (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, პასადენა). აღმოჩნდა, რომ ახალი კიდურების ამოზრდის ნაცვლად, მედუზამ დარჩენილი კიდურები ისე „გადააწყო“, რომ სხეულის ირგვლივ თანაბრად განალაგა.
სიმეტრიულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოძრაობისა და კვებისათვის. კუნთებმა მედუზის სხეული შეკუმშეს, დარჩენილი კიდურები აქეთ-იქით მისწიეს და ისევ თანაბრად განალაგეს. მეცნიერებმა ამ ახალ ფენომენს „სიმეტრიზაცია“ უწოდეს. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომელიც, გონტოროს თქმით, რეგენერაციული მექანიზმების შემსწავლელი მეცნიერებისთვის, შესაძლოა, ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს.