
სიმინდის გაერთიანებული შტატები
ხშირად, რომელიმე ადგილთან ასოცირებულია პროდუქტი, რომლის წარმოშობა სულაც არ უკავშირდება კონკრეტულად იმ რეგიონს
რით უკავშირდება პროდუქტი კონკრეტულ ადგილს?
სწორედ ამაზე ფიქრობდნენ ილუსტრატორი ჰენრი ჰარგრეივსი და კეიტლინ ლევინი „საკვების რუკებზე“ მუშაობისას. რუკაზე კონტინენტები და ქვეყნები ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი პროდუქტითაა გამოსახული. ვთქვათ, ინდოეთის რუკაზე რომ სუნელები დაგვეტანა, ახალი ზელანდიის რუკაზე – კივი, სამხრეთ ამერიკის კი – ციტრუსი.
ხშირად, რომელიმე ადგილთან ასოცირებულია პროდუქტი, რომლის წარმოშობა სულაც არ უკავშირდება კონკრეტულად იმ რეგიონს. პომიდორი სამხრეთ ამერიკულია, თუმცა იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. „ასეთი ასოციაციები 1548 წლამდე დაიწყო, როდესაც ტოსკანაში გაჩნდა პირველი ჩანაწერი პომიდორზე“, ამბობს მისურის ბოტანიკური ბაღის პრეზიდენტი პიტერ რეივენი.
აშშ-ის რუკისთვის ჰარგრეივსმა და ლევინმა სიმინდის ნაირსახეობები და მისგან დამზადებული პროდუქტები შეარჩიეს. ჩრდილოეთ მექსიკიდან შემოსულ 7000-წლიანი ისტორიის სიმინდს, დღეს, ყველაზე დიდი რაოდენობით, სწორედ, ამერიკა აწარმოებს.
აიოვას უნივერსიტეტის აგრონომ მარკ ლიჩის თქმით, დღეს, სიმინდი ყველა შტატში მოჰყავთ.