
სინათლის კონა
მისი კვლევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა – ამჟამად საერთაშორისო გუნდთან ერთად რადიოტელესკოპის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც MWA-ზე ბევრად დიდი და მგრძნობიარე იქნება
ღამით შეუიარაღებელი თვალი კოსმოსის მხოლოდ უმცირეს ნაწილს ხედავს და თუ დიდი დათვის ან სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედები გხიბლავთ, წარმოიდგინეთ, რამდენ სხვა ფენომენს ვერ ამჩნევთ.
ამან უბიძგა ასტრონომ ნატაშა ჰერლი-უოკერს დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე, ათასობით ანტენისგან შემდგარ რადიოტელესკოპ Murchison Widefield Array-სკენ (MWA), რომელიც ადამიანისა და ოპტიკური ტელესკოპებისთვის უხილავ სპექტრში „რადიოსინათლეს“ იჭერს და ფერებსა და ობიექტებს წარმოაჩენს.
ბოლო ოთხ წელიწადში, მან საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ტელესკოპის მიერ გადაღებული 40 000-ზე მეტი სურათი შეაერთა. შედეგი სამხრეთის ცის ინოვაციური პორტრეტია, რომელზეც მილიონობით სინათლის წლის დაშორებით მდებარე ასობით ათასი გალაქტიკა, ვარსკვლავთა ნარჩენებითა და მაგნიტური ველებით განათებული ირმის ნახტომი ჩანს. ჰერლი-უოკერის თქმით, ეს ნამუშევარი ადამიანებს „რადიოთვალებით“ დანახულ ცას უჩვენებს.
მისი კვლევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა – ამჟამად საერთაშორისო გუნდთან ერთად რადიოტელესკოპის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც MWA-ზე ბევრად დიდი და მგრძნობიარე იქნება. მისი ტექნოლოგია უფრო სუსტი სიგნალების დაჭერის შესაძლებლობას მოგვცემს, რაც მილიონობით ახალ გალაქტიკას წარმოაჩენს და, შეიძლება, პირველი ვარსკვლავების დაბადებაც დაგვანახოს.