სისხლისღვრა მექსიკაში
შიდა ნარკოტიკულმა ომებმა მექსიკის უამრავი ქალაქი თუ დასახლება გააჩანაგა, მაგრამ ის, რაც ალიენდეში მოხდა, აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მოულოდნელი წარმატებით დაიწყო


სისხლისღვრა მექსიკაში
შიდა ნარკოტიკულმა ომებმა მექსიკის უამრავი ქალაქი თუ დასახლება გააჩანაგა, მაგრამ ის, რაც ალიენდეში მოხდა, აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მოულოდნელი წარმატებით დაიწყო
ტეხასის საზღვრიდან 40 წუთის სავალზე მდებარე ქალაქ ალიენდეს 23 000 მაცხოვრებელი მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ 2011 წლის მარტში კი ყველაფერი შეიცვალა. კარტელ სეტასის (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ნარკომოვაჭრეთა ორგანიზაცია) შეიარაღებული წევრები ალიენდესა და მახლობელ ქალაქებს შეესივნენ, დაანგრიეს სახლები, დაარბიეს მაღაზიები, ოფისები და ათობით, შესაძლოა, ასეულობით კაცი, ქალი და ბავშვი გაიტაცეს და დახოცეს.

შიდა ნარკოტიკულმა ომებმა მექსიკის უამრავი ქალაქი თუ დასახლება გააჩანაგა, მაგრამ ის, რაც ალიენდეში მოხდა, აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მოულოდნელი წარმატებით დაიწყო. DEA-ს აგენტმა სეტასის ერთი გავლენიანი წევრი დაარწმუნა, მათთვის ყველაზე საინტერესო, კარტელის მეთაური ძმების, მიგელ ანხელისა და ომარ ტრევინიოების მობილური ტელეფონების საიდენტიფიკაციო („პინ“) ნომრები გადმოეცა, რათა მათი ადგილსამყოფელი დაედგინათ.

ადმინისტრაციამ გარისკა და ეს ნომრები გადასცა მექსიკის პოლიციის ერთ დანაყოფს, რომლიდანაც ინფორმაცია ხშირად ჟონავდა. ტრევინიოებმა ღალატის ამბავი მალე შეიტყვეს და დამსმენზე, მათ ოჯახებსა და მათთან ოდნავ მაინც დაკავშირებულ ადამიანებზე შური იძიეს.
შარშან ორგანიზაცია ProPublica-მ და National Geographic-მა გადაწყვიტეს, დაედგინათ სინამდვილეში რა მოხდა კოაუილას შტატის ამ ქალაქში.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.