
სიზმრების ლაბორატორია
კომპიუტერის მიერ გენერირებული საბოლოო გამოსახულება ფსიქოდელურ სურათს წააგავდა
სიზმრის მიზანი და მნიშვნელობა საუკუნეების განმავლობაში ამოუხსნელი რჩებოდა. მაგრამ მეცნიერებმა მისი გაშიფვრა და სიმულაციაც კი მოახერხეს.
2013 წელს ნეირობიოლოგმა იუკიასუ კამიტანიმ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ასობით სუბიექტს აძინებდა მოკლე ხნით მრტ-ს აპარატში, შემდეგ კი აღვიძებდა და სიზმარს აყოლებდა. სანამ ეღვიძათ, გარკვეულ ობიექტებს აჩვენებდა და მათი ტვინის რეაქციებს აკვირდებოდა. რეაქციების შესწავლით, მათი სიზმრების 70%-ს იცნობდა, რასაც ექსპერიმენტში მონაწილენი უდასტურებდნენ. ამ სიზმრებს ის ვიდეოებად აქცევდა.
ორი წლის შემდეგ, გუგლის ინჟინრებმაც შეძლეს კომპიუტერის სიზმრისეული გამოსახულებების ჩაწერა. მათ ტვინის მსგავს კომპიუტერულ ალგორითმში (ნეირონების ხელოვნური ქსელი) მილიონობით გამოსახულება ჩატვირთეს, რათა შეესწავლათ, როგორ ამოიცნობდა ის სხვადასხვა საგანს. კომპიუტერის მიერ გენერირებული საბოლოო გამოსახულება ფსიქოდელურ სურათს წააგავდა.
„სანამ მეცნიერებისთვის სიზმრის წარმომავლობა ამოუხსნელი რჩება, მას ნამდვილად ვერ ჩავწერთ“, ამბობს ჯეკ გალანტი, ფსიქოლოგიის პროფესორი, „ან ტვინის ენციკლოპედია უნდა შექმნან, რომელიც თითოეული აქტივობის შესატყვისს განგვიმარტავს“.