ვინ:
ჯაჰანგირი, ოპტომეტრისტი ფაისალაბადიდან, პაკისტანი
სად:
მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, დუბაის ბურჯ-ხალიფას 125-ე სართული
რა:
გადაღებულია კამერით Nikon D610, Tamron-ის 15-30 მმ f/2,8 ლინზით
ამბავი:
თავის დაბადების დღეზე ჯაჰანგირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაი – დიდი შენობებითა და ამბიციებით სახელგანთქმული ქალაქი მოინახულა. ერთ საღამოს ტურისტები ყველაზე მაღალ შენობაში, ბურჯ-ხალიფას 124-ე და 125-ე სართულებზე შეიკრიბნენ. ოქროსფერი სინათლით გასხივოსნებული ქალი და მამაკაცი შუშის წინ იდგნენ. ჯაჰანგირმა იდეალურ სილუეტს ორი კადრი გადაუღო. რამდენიმე წამში ახალგაზრდა წყვილმა სხვაგან გადაინაცვლა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge