სმოგის შთანმთქმელი შენობები
ამჟამად არქიტექტორები და მეცნიერები მუშაობენ შენობების ჰაერის გამწმენდებზე
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წელს პლანეტაზე ყოველი მერვე ადამიანის დაღუპვის მიზეზი ჰაერის დაბინძურება იყო. ამჟამად არქიტექტორები და მეცნიერები მუშაობენ შენობების ჰაერის გამწმენდებზე. გასულ წელს, მეხიკოში მანუელ გეა გონზალესის ჰოსპიტალმა (ფოტოზე) ტიტანის ორჟანგით (TiO°) დაფარული „სმოგის შთანმთქავი“ ფასადი წარმოადგინა. ეს ნივთიერება დამაბინძურებელი აგენტების დაშლის კატალიზატორია.
მომავალ წელს მილანში იხსნება ექვსსართულიანი პავილიონი, რომელიც გარედან „ჰაერის გამწმენდი ცემენტით“ დაიფარება. „ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში ამგვარ ინოვაციურ ტექნოლოგიებს დიდი პოტენციალი აქვს“, – ამბობს აშშ-ის გარემოსდაცვითი მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი უილიამ საკი.