
სპილოები და ტრავმა
სასექსის უნივერსიტეტის თანამშრომლები გრიმ შენონი და კარენ მაკომბი სპილოების იმ პოპულაციას სწავლობდნენ, რომლის ინდივიდებიც გამოხშირვის გამო დაობლდნენ და სამხრეთ აფრიკის პილანსბერგის ეროვნულ პარკში გადაიყვანეს
შერჩევით ხოცვას დიდი გავლენა აქვს სპილოებზე. სასექსის უნივერსიტეტის თანამშრომლები გრიმ შენონი და კარენ მაკომბი სპილოების იმ პოპულაციას სწავლობდნენ, რომლის ინდივიდებიც გამოხშირვის გამო დაობლდნენ და სამხრეთ აფრიკის პილანსბერგის ეროვნულ პარკში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ზრდასრულთა ხოცვა და ახალგაზრდებისთვის გარემოს გამოცვლა ცვლის გადარჩენილთა სოციალურ ქცევას. 60-იანი წლებიდან 1995 წლამდე, სამხრეთ აფრიკაში შერჩევით გამოხშირვას სპილოების პოპულაციების კონტროლისთვის იყენებდნენ. შედეგების შესაფასებლად მკვლევრებმა პილანსბერგში გადაყვანილი სპილოები მოინახულეს და შეადარეს ამბოსელის (კენია) ეროვნული პარკის ჯგუფებს, სადაც გამოხშირვა არასოდეს გამოყენებულა. ორივე ჯგუფს ასმენინებდნენ ნაცნობი თუ უცნობი სხვადასხვა ასაკის სპილოების ხმების ჩანაწერს. ამბოსელის სპილოები ადეკვატურები აღმოჩნდნენ: საფრთხის სიგნალებზე თავდაცვისთვის ჯგუფდებოდნენ. პილანსბერგის სპილოები კი საფრთხის სიგნალს იგნორირებდნენ. ასეთი არაადეკვატურობა ტრავმით და მისაბაძი მაგალითის არარსებობით იხსნება. „სპილოების რთული სოციალური ქცევა, შესაძლოა პერსპექტივაში ძალიან შეიცვალოს“, – ნათქვამია კვლევაში. სპილოები ერთმანეთს ცოდნას გადასცემენ, ეს არაადეკვატური ქცევა, შესაძლოა, შემდეგ თაობაშიც გადავიდეს.