
სპილოს ძვლის განადგურება
კრიმინალური სინდიკატები ყოველწლიურად ათეულათასობით აფრიკულ სპილოს ხოცავენ და ეშვები კონტრაბანდულად, ძირითადად, შეაქვთ ჩინეთში
ფილიპინები პირველი არააფრიკული ქვეყანაა, რომელმაც სპილოს ძვლის მარაგი გაანადგურა. სპილოს ძვლის აქტიური მომხმარებელი ეს სატრანზიტო სახელმწიფო განსაკუთრებულ როლს ასრულებდა არალეგალური სპილოს ძვლის კონტრაბანდაში.
კრიმინალური სინდიკატები ყოველწლიურად ათეულათასობით აფრიკულ სპილოს ხოცავენ და ეშვები კონტრაბანდულად, ძირითადად, შეაქვთ ჩინეთში. იქ სპილოს ძვლის ნაკეთობებს ამზადებენ. ამ შავ ბიზნესს 50 მილიონ დოლარიანი წლიური ბრუნვა აქვს.
მუშებმა დაახარისხეს ეშვები და აშშ-ში დნმ-ის ანალიზზე გასაგზავნად ნიმუშები აიღეს. დარჩენილი ავტოსადგომზე დაყარეს, ასფალტის სატკეპნი მანქანით გადაუარეს და ბოლოს, ცხოველთა კრემატორიუმში დაწვეს. ხელისუფლება ამბობს, ფერფლს სპილოების მემორიალთან წავიღებთო.
„ფილიპინები მონაწილეობას აღარ მიიღებს ამ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში!“ – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მდივანმა რამონ ჯ. პ. პაჟემ. დღეს მთელ მსოფლიოში ჩამორთმეული სპილოს ძვალი სახელმწიფო საცავებში გროვდება.