
სპორტი, რომელიც გაგაფრენს და მოგკლავს
გასულ წელს 37 დაღუპულიდან 24-ს ფრთიანი კოსტიუმი ეცვა. 2017-ში კომპანია Next Level-მა გეგმა შეიმუშავა, რომელიც ფრთიანი კოსტიუმით გადმოხტომამდე, მსურველებს ჯერ სკაიდაივინგში, შემდეგ კი ბეისჯამპინგში ავარჯიშებს
1997 წელს პატრიკ დე გეიარდონმა ნეილონის კოსტიუმი ჩაიცვა და ნორვეგიის, ხიერაგის მთიდან გადმოხტა. ქარის ნაკადმა კოსტიუმის სამი ფრთა გაბერა და პლანირების შესაძლებლობა მისცა. ამ კოსტიუმმა გარდაქმნა ბეისჯამპინგი, რომელიც მანამდე მხოლოდ ვერტიკალურ დაშვებას გულისხმობდა პარაშუტით.
„ფრთიანი“ ბეისჯამპერები ხშირად იღუპებიან. პირველი ფატალური შემთხვევა 2002 წელს მოხდა; მას შემდეგ, თავისუფალი ფრენა სპორტის ყველაზე სასიკვდილო სახეობად იქცა. „გგონია, რომ ყველაფერს აკონტროლებ და სწორედ ეს გღუპავს, – ამბობს ჯებ კორლისი, რომელიც 20 წელია ამ სპორტითაა გატაცებული, – ჩვენ არ ვართ ჩიტები, ხმელეთისკენ კი დიდი სიჩქარით მივექანებით და თუ რაიმეს არასწორად გავაკეთებთ, დავიღუპებით“.
გასულ წელს 37 დაღუპულიდან 24-ს ფრთიანი კოსტიუმი ეცვა. 2017-ში კომპანია Next Level-მა გეგმა შეიმუშავა, რომელიც ფრთიანი კოსტიუმით გადმოხტომამდე, მსურველებს ჯერ სკაიდაივინგში, შემდეგ კი ბეისჯამპინგში ავარჯიშებს. „ვინც პირდაპირ რთულიდან იწყებს, ვერ გადავარჩენთ“, – თქვა მეტ გერდესმა, Squirell-ის თანადამფუძნებელმა.