სტოუნჰენჯამდე
დავბრუნდეთ 5000 წლის წინანდელ ეპოქაში... „ბროდგარის ნესი“ - მომხიბლავი კონცხი... აქ არქეოლოგები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოხალისეები მუშაობენ


სტოუნჰენჯამდე
დავბრუნდეთ 5000 წლის წინანდელ ეპოქაში... „ბროდგარის ნესი“ - მომხიბლავი კონცხი... აქ არქეოლოგები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოხალისეები მუშაობენ
ქვის ხანის ტექნოლოგიას ფლობდნენ, თუმცა დროს ათასი წლით მაინც გაუსწრეს. 5000 წლის წინ, თანამედროვე შოტლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში ორკნის უძველესმა ბინადრებმა უნიკალური მონუმენტების კომპლექსი ააგეს.
მათ ათასობით ტონა დაფშვნილი ქვიშაქვა დაამუშავეს, დაანაწილეს და რამდენიმე კილომეტრზე, ორ ტბას შუა ბუნებრივად გადებულ ხმელეთის ხიდზე, ჭაობიან ადგილას გადაიტანეს.
კედლებს მიღმა ათობით ნაგებობა იყო განთავსებული. ერთ-ერთი მათგანი (475 კვ/მ-ის ფართობის, 4 მეტრის სისქის კედლებით), პრეისტორიული ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს გადახურულ ნაგებობებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებდა; მოკირწყლული ბილიკები, გრავირებული ლოდები, მოხატული ფასადები და ის, რაც იმ ეპოქისათვის დიდი ფუფუნება იყო – კრამიტის მსგავსი ქვიშაქვის ფილები.
დავბრუნდეთ 5000 წლის წინანდელ ეპოქაში… „ბროდგარის ნესი“ – მომხიბლავი კონცხი… აქ არქეოლოგები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოხალისეები მუშაობენ. მიწიდან ამოდიან დიდებული ნაგებობების ნაშთები. გათხრების დირექტორის, არქეოლოგ ნიკ კარდის თქმით, ბრიტანეთის პრეისტორია ამოყირავდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.