სულხან-საბას ერთმორწმუნეები
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში კათოლიკეების რაოდენობა 35 ათასს აღწევდა


სულხან-საბას ერთმორწმუნეები
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში კათოლიკეების რაოდენობა 35 ათასს აღწევდა
მამა აკაკი ჭელიძეს, რომელიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის კანცლერია, ერთი შეხედვით საერო პირებისგან ვერ გამოარჩევთ. ის არც ისე ხშირად ატარებს სუტანას და თეთრ ქოლარს, საყელოებს შორის. წლებია, რაც კამილიელთა ორდენის წევრია.
ეს სამონაზვნო წესი განსაკუთრებულ ყურადღებას სამედიცინო მსახურებას აქცევს, რაც ავადმყოფთა მოვლა-პატრონობას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ მამა აკაკი მსახურებისთვის სომხეთში გაგზავნეს; იქიდან ყოველ კვირას ასპინძის რაიონის სოფლებში – ხიზაბავრასა და ვარგებში წირვის აღსასრულებლად ჩადის. ამბობს, რომ მეზობლის ენის შესწავლა მისი ბავშვობის ოცნება იყო. სულ მალე სომხური მეხუთე ენა იქნება მშობლიურის გარდა, რომელზეც ის ქადაგებას შეძლებს. მამა აკაკი ერთ-ერთია ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის იმ მცირერიცხოვან, ეთნიკურად ქართველ მღვდლებს შორის, რომლებიც საქართველოში მსახურებენ.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში კათოლიკეების რაოდენობა 35 ათასს აღწევდა. 2015 წლის აღწერის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირებულია. მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც, რეგიონში, სადაც ეს ეკლესია ისტორიულად ძლიერი იყო.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების და „რელიგიური გამოღვიძების“ შემდეგ…
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.