
სწრაფი "ამანათი"
ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს განუვითარებელი საკვერცხე, ენდომეტრიოზი, ასაკი და სხვა
მილიონობით წყვილი ებრძვის უშვილობას. ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს განუვითარებელი საკვერცხე, ენდომეტრიოზი, ასაკი და სხვა. მაგრამ უშვილობის შემთხვე-ვების 20% „მამაკაცის ფაქტორის“ ანუ მცირე რაოდენობის სპერმატოზოიდების, მათი არანორმალური ფორმის ან არააქტიური სპერმის უჯრედების გამო ხდება.
„სპერმა რობოტი“ გრეხილი ფორმის, მაგნიტური მართვის პაწაწინა მოტორია, რომელიც ლე-თარგიული სპერმის კუდზე მაგრდება და ის საკვერცხემდე მიჰყავს. მეთოდი გერმანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს და, შესაძლოა, ერთ დღეს ხელოვნურ განაყოფიერებაში დიდი როლიც ითამაშოს.
„სპერმა რობოტი“ ჯერჯერობით მსხვილფეხა საქონელზე გამოსცადეს, თუმცა განაყოფიერება არ მომხდარა. „გასაოცარი კონცეფციაა“, ამბობს ატლანტის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ენდოკრინოლოგი და მკვლევარი, რობინ ფოგლი, „თუმცა მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი“.
კვლევის ხელმძღვანელი და „სპერმა რობოტის“ შემქმნელი ოლივერ შმიდტი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, სანამ ამ მეთოდს ადამიანში გამოიყენებენ. თუმცა მომავალში ეს უშვილო წყვილებისთვის „გამოსავალი იქნება სიტუაციაში, რომელშიც სხვა მეთოდმა არ გაამართლა“.