
თაგვით სიკვდილი
ბუნებაში მტაცებელი ფრინველი მსხვერპლს გადაყლაპავდა, მოინელებდა რამდენსაც შეძლებდა და ძვლებსა თუ კბილებს უკან ამოანთხევდა
ძველეგვიპტური ფრინველის მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიით შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კირკიტამ თაგვი გადაყლაპა და დაიხრჩო. საყლაპავ მილში მღრღნელის კუდის ძვლები მოჩანდა, მუცელში კი კიდევ ორი თაგვის და ბეღურას ბრჭყალები. „როგორც ჩანს, ფრინველი ბევრს ჭამდა“, ამბობს მუმიების ექსპერტი სალიმა იკრამი.
ბუნებაში მტაცებელი ფრინველი მსხვერპლს გადაყლაპავდა, მოინელებდა რამდენსაც შეძლებდა და ძვლებსა თუ კბილებს უკან ამოანთხევდა. ამ კირკიტას კი, სავარაუდოდ, დატყვევებულს ძა-ლით აჭამეს, როგორც იმ მილიონობით ცხოველს, მსხვერპლად რომ წირავდნენ. (ძვ. წ.) 600 წლიდან მოყოლებული (ახ. წ.) 250 წლამდე ცხოველებს მუმიფიცირებას უტარებდნენ და ღმერ-თებს უძღვნიდნენ.