თავისუფლებისთვის დაბადებული
ველურ ბუნებაში მათი ცხოვრების შესახებ, თითქმის არაფერი იყო ცნობილი


თავისუფლებისთვის დაბადებული
ველურ ბუნებაში მათი ცხოვრების შესახებ, თითქმის არაფერი იყო ცნობილი
2011 წლის იანვარში გიოკოვის ყურეში (თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო), პატარა სოფელ კარაჯასთან, ხელუხლებელ უბეს ზღვის ძუძუმწოვართა სპეციალისტი, ჯეფ ფოსტერი სიეტლიდან ესტუმრა. ნაპირთან ახლოს თევზის მოსაშენებელი უამრავი ბაკი ტივტივებდა. ერთ-ერთში, რომლის დიამეტრი დაახლოებით 30 მეტრს, ხოლო სიღრმე 15 მეტრს შეადგენდა, ორი მამრი აფალინა წრიულად და ზანტად დაცურავდა. ტომი და მიშა საცოდავად გამოიყურებოდნენ. 2006 წელს, ისინი ეგეოსის ზღვაში დაუჭერიათ. ველურ ბუნებაში მათი ცხოვრების შესახებ, თითქმის არაფერი იყო ცნობილი. ზღვისპირა ქალაქ კაშის დელფინარიუმში ტყვეობის შემდეგ, 2010 წლის ივნისში ისინი საბარგო მანქანებით ნაპირიდან მოშორებით, მთაგორიან ქალაქ ჰისარიონუსის უხეშად აგებულ ბეტონის აუზში გადაიყვანეს, სადაც ტურისტებს 50 აშშ დოლარად შეეძლოთ ათი წუთით დელფინებთან ერთად ეცურათ. იაფფასიანი სასტუმროები, გამაყრუებელი მუსიკა, არასათანადო ფილტრაციის გამო მკვდარი თევზებისა და დელფინების ექსკრემენტების ხალიჩით დაფარული აუზის ფსკერი – ძნელია, წარმოიდგინოთ ამაზე უფრო საშინელი პირობები ოკეანის თავისუფალ სივრცეებში დაბადებული ორი დელფინისათვის.
საზოგადოების აღშფოთებამ და სოციალურ ქსელებში გაჩაღებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე კვირაში დაწესებულება დახურეს…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.