ტიბეტელი პილიგრიმი ქალი გიანცეს კუმბუმის ტაძართან. გიანცეს კუმბუმი, ანუ მრავალკარებიანი ბუდისტური ტაძარი სამგანზომილებიანი მანდალაა, რომელიც ბუდისტურ კოსმოსს განასახიერებს. მსგავსად სხვა მანდალებისა, რომლებიც გამოისახება კვადრატში ჩახატული წრით, კუმბუმი საშუალებას აძლევს პილიგრიმს, მონაწილეობა მიიღოს სამყაროს ბუდისტურ აღქმაში. მანდალები ეხმარებიან მათ, ვინც გასხივოსნების გზაზე დგას.