
თოკზე მოსიარულე მუშაითები
საცირკო ოსტატობის ეს უძველესი სახეობა უზბეკეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხივაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდანაა ცნობილი
შუა აზიის ხალხების ტრადიციული გართობის სახეობათა შორის, სანახაობრივი თვალსაზრისით, გამორჩეულია თოკზე მოსიარულე მუშაითების წარმოდგენა.
საცირკო ოსტატობის ეს უძველესი სახეობა უზბეკეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხივაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდანაა ცნობილი. დღესასწაული არ ჩაივლიდა მუშაითების წარმოდგენის გარეშე, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე ან დიდ მოედნებზე ტარდებოდა. ხშირად, მას ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თოკზე მოსიარულეთა ხელობა დიდ ძალისხმევასა და მოქნილობას მოითხოვდა. მუშაითი დაზღვევის გარეშე გადიოდა 4-დან 50-მდე მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ თოკზე. წონასწორობის შესანარჩუნებლად, ხელში ჭოკი ეჭირა. უბადლო ოსტატად კი ის მუშაითი ითვლებოდა, რომელსაც გაჭიმულ თოკზე ცალ ფეხზე მდგომს შეეძლო წონასწორობის დაცვა. როდესაც მუშაითი თოკის ბოლოს მიაღწევდა, თავიდან იწყებდა სახიფათო ნომრის შესრულებას და უკუსვლით ბრუნდებოდა საწყის წერტილამდე.
თოკზე მოსიარულე მუშაითთა ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დღესდღეობით, წარმოდგენების ნახვა შესაძლებელია უზბეკეთის ეროვნულ დღესასწაულებზე.