„ახალი სიცოცხლის შესაქმნელად ათასობით მარჯნის სინქრონული მოქმედებების ხილვა ყოველთვის მაოცებს. ეს მომნუსხველი ფენომენი განსაკუთრებულ ესთეტიკურ განცდას განიჭებს, თითქოს წყალქვეშა ფერადოვან ქარბუქს აკვირდები“.
წითელ ზღვაში მარჯნები კვერცხებს და სპერმას წყალში გამოყოფენ, სადაც ისინი ერთმანეთში ირევიან და ერწყმიან. ეს „მასშტაბური ტოფობა“ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ღამით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება.