ვინ:
National Geographic-ის მკვლევარი, რომლის მთავარი ფოკუსი ველური ცხოველები და კონსერვაციაა.
სად:
კუზინის კუნძული, სეიშელის რესპუბლიკა
რა:
Nikon D3, 16-მილიმეტრიანი fish-eye ლინზით (წყალგამძლე სათავსოთი) და ორი წყალქვეშა სტრობოსკოპიული ნათურით
ამბავი:
სეიშელის კუნძულებზე ყოფნისას პეშაკს კამერა ყველგან თან დაჰქონდა, რადგან ბიომრავალფეროვნების შესახებ წიგნისთვის ფოტოებს აგროვებდა. ერთ დღეს, როდესაც წყალქვეშ ფერადი რიფების გადასაღებად ზღვისკენ მიემართებოდა, მის სახესთან თეთრმა მეთოვლიამ დაიწყო ფარფატი. აკვალანგის აღჭურვილობით შემოსილმა პეშაკმა კამერა მოიმარჯვა და ღილაკს თითი დააჭირა. სწორედ ამ გამოსახულების გამო ეუბნება იგი ახალგაზრდა ფოტოგრაფებს, რომ საუკეთესო კამერისა და ლინზის კომბინაცია ხშირად სწორედ ისაა, რომელიც იმ მომენტში ხელთ აქვთ.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.