
101-106 წლებში იმპერატორმა ტრაიანემ ლეგიონები შეკრიბა. დიდმა არმიამ ძველი სამყაროს ორი ყველაზე გრძელი ხიდით გადაკვეთა დუნაი, მთაგორიან მიწაზე ქარიშხალივით შეიჭრა, ორჯერ დაამარცხა და მიწასთან გაასწორა ბარბაროსების ძლევამოსილი სახელმწიფო. შემდეგ კი მეთოდურად ამოშალა ის ევროპის რუკიდან.
თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე არსებულ დაკიას ცივილიზაციასთან ომმა არსებითად განსაზღვრა კიდეც ტრაიანეს 19-წლიანი მმართველობა. იმპერატორის თანამედროვე ერთი ისტორიკოსი ამაყად აცხადებდა, რომ ამ ომმა გარდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ახალი პროვინციისა, რომის იმპერიას დაახლოებით მეოთხედი მილიონი კილოგრამი ოქრო და ნახევარი მილიონი კილოგრამი ვერცხლი შესძინაო.
მოპოვებულმა სიმდიდრემ შეცვალა რომი. გამარჯვების აღსანიშნავად, ტრაიანემ ბრძანა აეშენებინათ ფორუმი: კოლონადებით გარშემორტყმული ვრცელი მოედანი ორი ბიბლიოთეკითა და „ბაზილიკა ულპიას“ სახელწოდებით ცნობილი, უზარმაზარი საზოგადოებრივი ნაგებობით. „დედამიწაზე ნაგები სწორუპოვარი ქმნილება“, – ასე ახასიათებს ფორუმს იმდროინდელი ისტორიკოსი.
ფორუმს ზემოდან 38 მეტრის სიმაღლის ქვის სვეტი გადმოჰყურებს. იმ დროს მას ტრიუმფატორის ბრინჯაოს ქანდაკება აგვირგვინებდა. ამ ვეებერთელა სვეტს სპირალურად მიჰყვება მარმარილოში ნაკვეთი რელიეფები, რომლებზეც გამოსახულია დაკიის სამხედრო…
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.