ვინ:
ფოტოგრაფი და რეჟისორი ფროსტი ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთკავშირზეა ფოკუსირებული
სად:
პერუს ამაზონის კვლევითი ცენტრი, ოხა-ნუევა, სადაც ფროსტი ბუნების რეინტეგრაციის სპეციალისტთან, ჰარი ტერნერთან ერთად მუშაობდა
რა:
Canon 5D Mark IV 100მმ f/2 მაკროლინზით
ამბავი:
კატების ფოტოები ინტერნეტში პოპულარულია – ამ ფოტომ @natgeo-ს ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ოხა-ნუევას თანამშრომლებმა სამი თვის ოცელოტი შავ ბაზარზე გაყიდვისგან იხსნეს და კეანუ დაარქვეს. ოცელოტების ბუნებაში დაბრუნება, ფროსტის თქმით, „რთული საქმეა”. კეანუ ახლა 18 თვისაა, ტყეში ცხოვრობს, მღრღნელებზე ნადირობს და ცდილობს გაველურდეს.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia