
თუ ყავას დალევ, უფრო დიდ ხანს იცოცხლებ?
კვლევის შედეგად, რომელშიც 16 წლის განმავლობაში 500 000 ადამიანზე მეტი იღებდა მონაწილეობას ევროპის 10 ქვეყანაში, აღმოჩნდა, რომ მათთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს, ყავის მსმელებს უფრო ჯანსაღი ღვიძლი, სისხლის ცირკულაციის უკეთესი და ანთებების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ
ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც დღეში 2-3 ჭიქა ყავას სვამენ – უკოფეინოს ან კოფეინიანს – გარკვეული დაავადებებისგან გარდაცვალების ნაკლები შანსი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე მათ, ვინც ყავას არ სვამს.
კვლევის შედეგად, რომელშიც 16 წლის განმავლობაში 500 000 ადამიანზე მეტი იღებდა მონაწილეობას ევროპის 10 ქვეყანაში, აღმოჩნდა, რომ მათთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს, ყავის მსმელებს უფრო ჯანსაღი ღვიძლი, სისხლის ცირკულაციის უკეთესი და ანთებების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ამბობს ეპიდემიოლოგი და კვლევის ხელმძღვანელი მარკ განტერი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყავის მომატებული რაოდენობით სმა ამცირებს ჩამოთვლილი დაავადებებით გარდაცვალების რისკს, ამბობს განტერი, რომელიც საფრანგეთში, ლიონში სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კვებისა და მეტაბოლიზმის განყოფილების უფროსია.
დღეში რამდენიმე ჭიქა ყავის მიღება ნაადრევი გარდაცვალების რისკს ამცირებს.