თვალის ახელა
ყველა თვალი ერთი და იმავე სამშენებლო სტრუქტურებისგან შედგება, და ყველა მისი კომპონენტი ევოლუციის ჩხირკედელაობის დამადასტურებელია


თვალის ახელა
ყველა თვალი ერთი და იმავე სამშენებლო სტრუქტურებისგან შედგება, და ყველა მისი კომპონენტი ევოლუციის ჩხირკედელაობის დამადასტურებელია
ზოგიერთი ცხოველი მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს ხედავს, სხვები ცისარტყელას სრულ სპექტრს აღიქვამენ და სინათლის ისეთ ფორმებსაც, რომლებიც ჩვენი თვალისთვისაც კი უხილავია. ზოგს შემომავალი სინათლის მიმართულების განსაზღვრაც კი არ შეუძლია; სხვები სწრაფად მოძრავ ნადავლს რამდენიმე კილომეტრში ამჩნევენ. ყველაზე პატარა ცხოველური თვალები მიმარიდებს (მხედრისებრთა ოჯახის მწერებს) აქვთ და ისინი ამებაზე ოდნავ დიდები არიან. ყველაზე დიდი კი, გიგანტური კალმარის სახეობებს აქვთ. კალმარის თვალი, ადამიანის თვალის მსგავსად, ფოტოაპარატივით ფუნქციონირებს.
„ვაღიარებ, რომ ბუნებრივი გადარჩევის გზით ისეთი სასწაულის წარმოშობა, როგორიც თვალია, უდიდესი აბსურდი უნდა იყოს… და მაინც, საღი აზრი მკარნახობს, რომ თუ არსებობს გრადაციები ყველა ამ უამრავი ფორმის თვალს შორის (არასრულყოფილი და მარტივიდან დაწყებული საოცრად რთული და სრულყოფილით დასრულებული) და თუ ისინი სასარგებლოა მათი ყველა პატრონისათვის, მაშინ, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა გვეჩვენოს, ეს ყოველივე ბუნებრივი გადარჩევის შედეგი იქნება“, – წერს ჩარლზ დარვინი „სახეობათა წარმოშობაში“.
ყველა თვალი ერთი და იმავე სამშენებლო სტრუქტურებისგან შედგება, და ყველა მისი კომპონენტი ევოლუციის ჩხირკედელაობის დამადასტურებელია. ის მუდმივად ანიჭებს არსებულ მასალებს ახალ ფუნქციებს და აერთიანებს მარტივ სტრუქტურებს უფრო რთულის წარმოსაქმნელად.
რამდენჯერ განიცადეს თვალებმა ევოლუცია, ერთხელ თუ მრავალჯერ? ფაქტია, რომ ისინი არ განვითარებულან ცუდიდან სრულყოფილამდე…
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.