
ტყის აღდგენა
ოდესღაც, აბორიგენი მოსახლეობა კოას კანოეებისა და სერფინგის დაფების დასამზადებლად იყენებდა
კოა ჰავაის ტყეების ენდემია. მისი სიმაღლე ხშირად 30 მეტრსაც აღწევს. ოდესღაც, აბორიგენი მოსახლეობა კოას კანოეებისა და სერფინგის დაფების დასამზადებლად იყენებდა. მაგრამ ორ საუკუნეზე მეტია, ხის წარმოებამ და საძოვრებისათვის ხის ჩეხვამ კოას ტყეების ფართობი გაანახევრა (87 000 ჰა).
მდგომარეობის გამოსასწორებლად მიწის მესაკუთრეებმა, სახელმწიფომ და ფედერალურმა მმართველობამ ბოლო 35 წლის განმავლობაში ამ სახეობის ასობით ათასი ხე დარგეს. დღეს კოას ახალ ტყეებში გამრავლდნენ მცენარეები, ფრინველები და მწერები.